გიორგი სიგუა - სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში გავყიდით

გიორგი სიგუა - სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში გავყიდით

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სტალინის ტურისტულ პროდუქტად ქცევა სურს. "სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში კარგად გავყიდით" - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩინეთში ერთ მილიარდ სამას მილიონზე მეტი კომუნისტი ცხოვრობს. მესამე კლასის სკოლის სახელმძღვანელოებში ასწავლიან, რომ სტალინი  ღმერთია. სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში კარგად გავყიდით, ისევე როგორც ებრაელები ვერ იტანენ ქრისტეს, თუმცა მას ტურისტულ პროდუქტად იყენებენ", - განაცხადა სიგუამ.

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ზაფხულის სეზონის ანგარიში წარმოადგინეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია