გია კორკოტაშვილი: "დაგვახვედრეს "ნაცებმა" თავისი ქალები ... წვეტიანი ქუსლები აქვთ და ეგენი წვივებში გვირტყამდნენ? გავგიჟდი!.."

 გია კორკოტაშვილი: "დაგვახვედრეს "ნაცებმა" თავისი ქალები ... წვეტიანი ქუსლები აქვთ და ეგენი წვივებში გვირტყამდნენ? გავგიჟდი!.."

გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის პრესკონფერენცია ხმაურით მიმდინარეობდა. პრესკონფერენციის დაწყებისას, საკონფერენციო დარბაზში გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე შეიჭრნენ. გადაცემის წამყვანებსა და მათ შორის შეკამათება მოხდა. გია კორკოტაშვილმა გადაცემის წამყვანები პოლიციური რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 

მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებს "ალიასთან" გია კორკოტაშვილი იხსენებს:

- შევხვდით ამ ადამიანებს და დავილაპარაკეთ. გაგვიხარდა, რომ ესენიც იმავე აზრზე იდგნენ, რასაც ჩვენ მოვითხოვდით, რომ კვესიტაძისა და პაიჭაძის ადგილი განახლებულ ტელევიზიაში არ არის. ტყემალაძემ გვითხრა, რომ ტოქშოუები მთლიანად დაიხურა ყველა და რომ ახალი ბადე უნდა შეიქმნას. მაგრამ პოლიტიკურ გადაცემებში პაიჭაძესა და კვესიტაძეს მონაწილეობის უფლება საერთოდ ჩემოერთვათ და რად გინდათ ტყემალაძის სიტყვა? ქუჩაში ხომ ვდგევართ და ექსპერიმენტი ჩაატარეთ: გააჩერეთ გამვლელები და ჰკითხეთ, ათი გამვლელიდან ცხრა-ნახევარი იტყვის, რომ აღარ უნდა ამ დუეტის ყურება. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ საზოგადოებრივ არხს და გულგახეთქილებმა ჩვენვე უნდა ვუყუროთ იმ შხამს, რასაც ეს ჟურნალისტები ანთხევენ? აღარ გვინდა, ჩემო ბატონო! მაგიტომ მოვედით აქ ამდენი ხალხი, რომ გვეთქვა არხის ხელმძღვანელობისთვის, ხომ გვაქვს საზოგადოებას უფლება, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ? კვესიტაძე და პაიჭაძე სხვაგან წავიდნენ, ჩემო ბატონო, და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ დაგვანებონ თავი.

- სანამ გენდირექტორთან იყავით შესული, კვესიტაძემ და პაიჭაძემ ბრიფინგი გამართეს. ვიცით, რომ თქვენ შეხვედით მათთან დარბაზში და, ფაქტობრივად, ჩაუშალეთ პირველი არხის მიკროფონთან ბოლო ღუღუნი...

- აბა, ბიჭო (ეცინება)? გამოვიარეთ, შემთხვევით შევიხედეთ დარბაზში და გვესმის, რომ ისევ მტკნარი ტყუილებით ბერავდნენ ხალხს. ირაკლი კაკაბაძემ დაუყვირა, სინდისი უნდა გყოფნიდეთ, კიდევ რაზე ლაპარაკობთ, როცა ათი წლის განმავლობაში რეკლამას უკეთებდით სისხლისღვრასა და ძალადობასო და მე კიდევ დავუყვირე, როდემდე უნდა კვებოთ თქვენი გესლით საქართველო, წადით, რა, თავი დაგვანებეთ-მეთქი.

- მერე, რაო?

- რა და, ხომ ჩავშალეთ. ამის შემდეგ ჩემოვედით დაბლა და ამას რას ვხედავ? ხალხი არ მოუყვანიათ თავისი? რა გინდა, მაგაში ლიდერები არიან! დაგვახვედრეს "ნაცებმა" თავისი ქალები, რომლებიც დედასაც შეგაგინებენ, დაგარტყამდნენ კიდეც და გამოიწევენ კიდეც შენკენ.

- მასეთ "ზონდერქალებს" "ნაციტუტკები" დაარქვეს...

- ეს არ ვიცოდი... წვეტიანი ქუსლები აქვთ და ეგენი წვივებში გვირტყამდნენ? გავგიჟდი! ირაკლის ემოციურობაზე იმუშავეს და ისეთი გაბოროტებულები ყვიროდნენ, თქვე მტრებოო, რომ ემოციურად იმოქმედა ჩვენზე. ერთ ჩვენს მეგობარს, ფაქტიურად, ჩაარტყეს და, პოლიცია რომ არა, ცუდი ამბები დატრიალდებოდა. პოლიციამ იმარჯვა და ისინი გადაათრიეს სხვა მხარეს. უზნეო ადამიანების ხროვა მოგვადგა და ამათ მოჰყვა ოლეგ-სანდრო პანფილოვი! (გამოთქმით ამბობს) ახლა შეცვენილები არიან (თავით მაჩვენებს) პოლიციის შენობაში და წერენ, მაგრამ რას წერენ, ჩვენს წინააღმდეგ, პასტას არ აგდებენ ხელიდან. ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივარ!

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

(შემოკლებული ვერსია)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია