შსს-მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წაუყენა

შსს-მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წაუყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წაუყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში მოქმედ სასტუმრო "პარადაისის" და საუნა "გზა 2020"-ს დროებით მფლობელებს: 1977 წელს დაბადებულ ცირა მ-ს, 1959 წელს დაბადებულ ქეთევან მ-ს, 1978 წელს დაბადებულ რამაზ ქ-ს და 1950 წელს დაბადებულ ნუგზარ შ-ს ბრალი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთხივე ბრალდებული თბილისში, სასტუმრო "პარადაისში" და საუნა "გზა 2020"–ში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.

გამოძიება სსსკ-ის 254–ე მუხლით პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ