კობა სუბელიანი - "ქართლოს ნატროშვილს ჩამოურეკია მინისტრებთან პრეზიდენტის ხმით"

კობა სუბელიანი - "ქართლოს ნატროშვილს ჩამოურეკია მინისტრებთან პრეზიდენტის ხმით"

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პაროდისტ ქართლოს ნატროშვილის მიერ მოქმედი მინისტრების გაშაყირების შესახებ წერს. სუბელიანის ინფორმაციით, პაროდისტმა მინისტრებს პრეზიდენტის ხმით დაურეკა და სხვადასახვა წინადადებით მიმართა.

"პრეზიდენტის პაროდისტს, ქართლოს ნატროშვილს ჩამოურეკია მინისტრებთან პრეზიდენტის სახელით და ზოგი კონფერენციაზე დაპატიჟა და ზოგი დიპკორპუსთან შეხვედრაზე პრეზიდენტის ხმით.

გარემოს მინისტრს უთქვამს ბავშვები მყავს ქალაქგარეთ წაყვანილი, თორემ აუცილებლად მოვიდოდი, დიდი პატივია ჩემთვისო.

ნარმანიამ, თურმე, ანგარიში ჩააბარა - სად რამდენ კილომეტრ ასფალტს გეგმავენ :))

კბილაშვილმა უთხრა, თქვენზე არანაირი საქმე არაა აღძრული და არც კი განიხილება ეგ საკითხიო.

ჩემმა სახელოვანმა მემკვიდრემ კიდე: დიახ, გისმენთ ბატონო პრეზიდენტო, ალიო... ალიო ... ფუ ფ უ... არ ისმის... წყდება ხმა, ბატონო პრეზიდენტო ... ალიო, ალიო... მიჯდება ტელეფონიო და გათიშა ტელი და გამორთო და 3 სუტკა ვერავინ პოულობდა თურმე :))", - წერს სუბელიანი.

პოსტის კომენტარებში ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ არ ხუმრობს და მისი ინფორმაცია სიმართლეა.

"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?

დღის ფოტო: ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილიშვილი ბარბარე უკანასკნელ გზაზე მიაცილებს

"2-3 დღის 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ, შინ მიმავალი ასე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით, ნახევარი საათი როგორმე წაგვეძინა" - რა ვიდეოს აქვეყნებს გარდაცვლილი 24 წლის ექიმის მეგობარი