ჯაბა სამუშიას მესამე ვაჟი შეეძინა

ჯაბა სამუშიას მესამე ვაჟი შეეძინა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს - ჯაბა სამუშიას 18 სექტემბერს მესამე ვაჟი შეეძინა. როგორც "ამბები.გე"-ს ბატონმა ჯაბამ განუცხადა, მისთვის მესამე ვაჟის მამობა უკვე დიდი პასუხისმგებლობაა.

ჯაბა სამუშია:

- ჩემი მეუღლისთვის, მას მერე, რაც პირველი შვილი გააჩინა, რომელიც სამწუხაროდ, მალევე დაიღუპა, ბავშვის გაჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ღვთის წყალობით, მესამე ვაჟი შეგვეძინა, რომელსაც დავითი (დათა) დავარქვით. სამივე ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა.

- როგორი ბიჭია ერთი დღის დავითი?

- დაიბადა 3 კილო და 800 გრამი, სიგრძით - 52 სანტიმეტრი გახლავთ. პატარა მჭამელი, პუტკუნა ადამიანია. ეტყობა, რომ მომავალში მოქეიფე იქნება (სიცილით ამბობს).

- სამშობიარო ბლოკში ხომ არ დასწრებიხართ პატარა დავითის დაბადებას?

- არა, ექიმმა დავით დავარაშვილმა კი მკითხა, ხომ არ დაესწრებიო, მაგრამ უარი ვუთხარი, - მაგას ვერ შევძლებდი. მე გარეთ, ბლოკს მიღმა ვღელავდი...

- პატარა მოქეიფეს დაბადება ალბათ შესაბამისად აღნიშნეთ, არა?

- კი, მეგობრების წრეში ქართულად აღინიშნა...

- თქვენს უფროს ვაჟებს რა ჰქვიათ და რამხელები არიან?

- ცოტნე მეშვიდე წელშია, შემდეგ არის 4 წლის თორნიკე. ყოველი ოჯახის მეოთხე შვილი, პატრიარქის კურთხევით, პატრიარქის ტახტის მცველად არის მიჩნეული. ვინაიდან დავითი ჩვენი მეოთხე შვილია, ის პატრიარქის ტახტის მცველი გახლავთ...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია