ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე

ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე და ამაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო დავრწმუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპორტის სასახლეში, პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, არასწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდით დღევანდლამდე მშვიდობიანად მოსვლა ძალიან რთული იქნებოდა.

"დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ერთად მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და პრეზიდენტის არჩევნების დიდი გამარჯვებით დავაგვირგვინოთ. შარშან მე დაგპირდით, რომ გავათავისუფლებდი ქვეყანას მოძალადე ხელისუფლებისგან. დაგპირდით, რომ ჩვენ ამას შევძლებდით მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში. ჩემი მიზანი იყო დაგვემთავრებინა ავტორიტარული რეჟიმი და თავისუფლება მოგვეპოვებინა. ეს იყო ჩემი მთავარი დანაპირები და მე ეს დანაპირები შევასრულე. დღეს, ჩვენ ყველანი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ ბრძოლაში ბოლომდე გამომყვა. თქვენი გამბედაობის გარეშე ჩვენ ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომელიც აბსოლუტურად სწორად შევარჩიე და ამაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი. რომ არა სწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდი, რომ არა მათი მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, ჩვენ დღევანდელ დღემდე მშვიდობიანად მოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ეს ერთი წელი ბეწვის ხიდზე ვიარეთ ხელისუფლებამაც და ხალხმაც. ჩვენ მოვახერხეთ ცხოვრება კოჰაბიტაციის რეჟიმში, რაც სრულიად უცხო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და შეუძლებლადაც გვეჩვენებოდა. ჩვენ ეს შევძელით და სიძლიერეც სწორედ ეს არის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ თავიდან აიცილა სერიოზული დაპირისპირება. "ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება. პირველად, ამ 20 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ამთავრებს თავის საკონსტიტუციო ვადას და ჩვენ ვირჩევთ ახალ პრეზიდენტს. ეს უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ჩვენ ისე მოვიპოვეთ თავისუფლება, ისე შევცვალეთ ჩვენი ყოფა, ისე დავიწყეთ ცვლილებები, რომ ერთი უკადრისი საქციელი არ ჩაგვიდენია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა