სექ­ტან­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა - "ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექსს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს"

სექ­ტან­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა - "ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექსს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს"

ბო­ლო ხანს თბი­ლის­ში რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, ისი­ნი ქუ­ჩა­ში აჩე­რე­ბენ, სახ­ლებ­ში აკითხ­ა­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რაც ხში­რად კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. რით აიხ­სნე­ბა მა­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა? რა მიზ­ნე­ბი აქვთ სექ­ტებს? - ამ სა­კითხ­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელ­დარ ნა­დი­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღეს ჩვენ­ში არა­ერ­თი რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა მოქ­მე­დებს - იე­ღო­ვე­ლე­ბი, ბაპ­ტის­ტე­ბი, მე-7 დღის ად­ვენ­ტის­ტე­ბი, მორ­მო­ნე­ბი, მა­ლაკ­ნე­ბი, დუ­ხო­ბო­რე­ბი. სექ­ტებს პი­როვ­ნე­ბის გად­მო­სა­ბი­რებ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ კითხ­ვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თან და­აქვთ და ძი­რი­თა­დად, დახ­მა­რე­ბის და ნუ­გე­შის­ცე­მის სუ­ლის­კვე­თე­ბით არის ნა­საზ­რდო­ე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ უვ­ლენს ღმერ­თი ადა­მი­ანს ამ­დენ გან­საც­დელს? - სექ­ტან­ტე­ბი ამ კითხ­ვით იწყ­ე­ბენ სა­უ­ბარს და პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნიც მის­და­უ­ნე­ბუ­რად პა­სუ­ხობს, ასე ით­რე­ვენ პო­ლე­მი­კა­ში, ხელ­ში წიგ­ნებს აჩე­ჩე­ბენ, უფ­რო წყვი­ლე­ბად და­დი­ან, რო­გორც ჩანს, აგ­რე­სი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ხში­რად ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, გზა გა­აგ­რძე­ლოს, ისი­ნი აჩე­რე­ბენ, ხელს ჰკი­დე­ბენ... არა­და, აქ­ტი­უ­რი, თით­ქმის ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­პა­გან­და, რა­საც პრო­ზე­ლი­ტიზ­მი ჰქვი­ა, არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი. სექ­ტან­ტო­ბა იქ იკი­დებს ფეხს, სა­დაც გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუხ­ჭი­რე­ა. იე­ღო­ვე­ლებს აქვთ ში­და მოხ­მა­რე­ბის ჟურ­ნა­ლე­ბიც, სა­დაც შე­ტა­ნი­ლია "სა­მე­უ­ფო მსა­ხუ­რე­ბას­თან", ანუ გა­და­ბი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­სე­ბი­თი მო­მენ­ტი, იქ­ნე­ბა ეს გად­მო­ბი­რე­ბის და ქა­და­გე­ბის ფორ­მე­ბი თუ სა­მი­სა­მარ­თო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ცნო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, აქვთ კითხ­ვა­რი ნე­ბის­მი­ე­რი ფე­ნი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. ამ სექ­ტის ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბულ წიგ­ნებ­ში უარ­ყო­ფი­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვლე­ბი - სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბა, სან­თე­ლი, ჯვა­რი, ხა­ტი, ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, მარ­ხვა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ორ­მო­ცი, წი­ნა­პარ­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მა. იე­ღო­ველს შე­უძ­ლია იც­რუ­ოს და ეს არ ჩა­ეთ­ვლე­ბა ცოდ­ვად, თუ­კი სიც­რუე ადა­მი­ა­ნის გად­მო­სა­ბი­რებ­ლად არის ნათ­ქვა­მი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა არ­სე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ ოფისს ბრუკ­ლინ­ში, ხდე­ბა სექ­ტის წევ­რე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. სექ­ტან­ტე­ბი, მათ შო­რის იე­ღო­ვე­ლე­ბი, ჯარ­ში არ მი­დი­ან, რა­საც თა­ვი­სი მრწამ­სით ხსნი­ან და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ასუს­ტე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო მშე­ნებ­ლო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ; თვით­მკვლე­ლო­ბას ქა­და­გე­ბენ, რა­საც შემ­ზა­რა­ვი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს: მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სის­ხლის გა­დას­ხმა, რის გა­მოც 5 წლის ბავშვი გარ­და­იც­ვა­ლა; სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა ახალგაზრდა ქალი, რო­მელ­საც იე­ღო­ველ­მა მშობ­ლებ­მა სის­ხლი არ გა­და­უს­ხეს. მსხვერ­პლშე­წირ­ვის წე­სი სხვა კი არა­ფე­რი იყო, - ასე წი­რავ­დნენ მა­ში­ნაც ბნე­ლი მიზ­ნე­ბის­თვის სა­კუ­თარ შვი­ლებს ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლი წეს­-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სად­მი მათ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ; იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - თბი­ლის­ში, გა­ლელ ლტოლ­ვილ­თა ოჯახ­ში დე­და გარ­და­იც­ვა­ლა, გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბულ­მა ვაჟ­მა ვერ აი­ტა­ნა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი დის­გან დე­დის გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა და თა­ვი და­იწ­ვა.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა "ქრის­ტი­ან­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოჯა­ხი" გა­აქ­ტი­ურ­და, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს.

- დი­ახ, ეს სექ­ტა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით მოქ­მე­დებს, რად­გან დევ­ნი­ან. ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რებს სექ­ტის წევ­რებს შო­რის, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს; ჩვენ­ში ამ "მი­მარ­თუ­ლე­ბის" სხვა სექ­ტე­ბიც არის, მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ორ­გი­ას­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სქე­სობ­რი­ვი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბის თან­ხლე­ბით, თა­ვის დაწ­ვი­სა და მსხვერ­პლშე­წირ­ვის ფაქ­ტე­ბი. ამ რი­ტუ­ა­ლებს ისი­ნი ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, როკ­ვა-­თა­მა­შით, ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, ღრი­ა­ლე­ბენ, წრეს უვ­ლი­ან. არის მორ­მონ­თა სექ­ტაც, რო­მე­ლიც, ახ­ლა უკ­ვე ფა­რუ­ლად, მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბას ქა­და­გებს (თა­ვად სექ­ტის და­მა­არ­სე­ბელს ჯო­ზეფ სმიტს 27 ცო­ლი ჰყავ­და), სექ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლ თა­ვისი წევ­რე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია შე­მო­სავ­ლის 10% სექ­ტას მო­ახ­მა­როს. თბი­ლის­ში ვრცელ­დე­ბა მორ­მო­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის კავ­შირს ქა­და­გებს.

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასეთ სექ­ტებს სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რი, ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი აქვს, ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არად აგ­დე­ბენ. მხო­ლოდ დუ­ხო­ბო­რე­ბს არა აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი, თუმ­ცა, თა­ვის დრო­ზე ჰქონ­დათ. არც ის არის და­სა­მა­ლი, რომ მათ­კენ დი­დი ფი­ნან­სე­­ბი მო­ე­დი­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი წრე­ე­ბის­გან.

ჩვენ­ში არა­ვის უფ­ლე­ბე­ბი იზღ­უ­დე­ბა, მათ შო­რის, რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­საც, "სა­დაც გინ­და, იქ ილო­ცე", მაგ­რამ გა­მომ­წვე­ვი პლა­კა­ტუ­რი ფორ­მით პრო­პა­გან­და და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. ამ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, რო­მე­ლიც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­ტრო­ლი უნ­და და­წეს­დეს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ხელ­მწი­ფოდ იქ­ცნენ, რა­ტომ­ღაც არას­დროს ტეხს გან­გაშს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა თუ სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. არ შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის გან­ზო­გა­დე­ბა, რე­ლი­გი­ურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა.

სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და მი­ი­ღოს კა­ნო­ნი "რე­ლი­გი­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ; ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ სექ­ტა ვალ­დე­ბუ­ლი­ა, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით, მიზ­ნე­ბი­თა და მოძღ­ვრე­ბის პრო­პა­გან­დით არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ ჩვე­ვებს, არ უპი­რის­პირ­დე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მარ­თლწეს­რიგს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში სექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი­ა: "უ­კა­ნას­კნელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რიგ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ში­ში საქ­მი­ა­ნო­ბა სექ­ტე­ბად წო­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მზარდ ფე­ნო­მე­ნე­ბად გა­და­იქ­ცნენ, ისი­ნი არ­ღვე­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და სჩა­დი­ან ისეთ და­ნა­შა­ულს, რო­გო­რიც არის ადა­მი­ა­ნი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბა, კა­პი­ტა­ლის უკა­ნო­ნოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა, უკა­ნო­ნო სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნ­ო­ბა". ვფიქ­რობ­, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­ტე­ბის ან­ტისა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ მი­სა­ბა­ძი­ა.

თუ თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი სექ­ტან­ტი გახ­და

შე­აგ­რო­ვეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სექ­ტა­ზე, მო­აგ­რო­ვეთ ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს სექ­ტის ლი­დე­რის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­მონ­სტრა­ცია შე­საძ­ლო­ა, ადა­მი­ანს გონ­ზე მოს­ვლა­ში და­ეხ­მა­როს.

თუ ადა­მი­ა­ნი დი­დი ხა­ნი არ არის, რაც სექ­ტა­ში გა­წევ­რ­და, იპო­ვეთ ის პი­რი, რო­მე­ლიც სექ­ტა­ში გა­წევ­რე­ბამ­დე მის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო. მას­თან სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლო­ა, გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს სექ­ტა­ზე უა­რის თქმის კუთხ­ით.

არ გაწყ­ვი­ტოთ ­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­საძ­ლო­ა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ის და­ეჭ­ვდეს სექ­ტის სწავ­ლე­ბა­ში და გვერ­დით უნ­და ჰყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ეჭ­ვებს და­უ­დას­ტუ­რებს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სექ­ტა

ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ სექ­ტად ინ­დო­ეთ­ში ჯა­ი­ნის­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მა­თი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია - არ მო­უ­ტა­ნონ ზი­ა­ნი ცოცხ­ალ არ­სე­ბებს. ამიტომ არ ჭა­მენ ხორცს. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "შვა­ტამ­ბა­რე­ბი" - ისი­ნი ტან­საც­მელ­საც კი არ იც­ვა­მენ, რა­თა ტკი­პე­ბი არ მოკ­ლან და პირ­ზე მარ­ლააკ­რუ­ლე­ბი სუნ­თქა­ვენ. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ისი­ნი ინ­დო­ეთ­ში მე­ვახ­შე­ო­ბით არი­ან ცნო­ბილ­ნი და არა­ერ­თი მე­ვა­ლე გა­უმ­წა­რე­ბი­ათ.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია