"ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის"

"ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის"

ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ისე­თი შე­ნო­ბა აი­გო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არც თვალს ახა­რებს და არც გულს. ამ შენობებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და­უ­კარ­გა თბი­ლისს, ქუ­თა­ისს, ბა­თუმს, თე­ლავს - უძ­ვე­ლეს ქა­ლა­ქებს, სა­დაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მშვე­ნი­ერ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ შე­დევ­რებს ქმნიდ­ნენ. ყვე­ლა­ზე ცუ­დი კი ის არის, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ეს შე­ნო­ბე­ბი საფრთხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცოცხ­ლე­საც კი. ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ერთ დროს ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე:

-  რკი­ნა-­ბე­ტო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ და კარ­გად ვი­ცი, რომ ბო­ლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სახ­ლი და კორ­პუ­სი უხა­რის­ხო მასალე­ბით აშენ­და. 2002 წლი­დან ქა­ლაქ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გავ­ხდი, მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვიყა­ვი და თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებს ვა­მოწ­მებ­დი. რო­გორც ინ­ჟი­ნერ­-მშე­ნე­ბელ­მა, ყუ­რადღ­ე­ბა მი­ვაქ­ციე იმ პერიოდ­ში მშე­ნე­ბა­რე საცხ­ოვ­რე­ბელ სახ­ლებს და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ვა­ჩი­ნე: არ იყო და­ცუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი, ხშირად და­ჟან­გულ არ­მა­ტუ­რას იყე­ნებ­დნენ, ბე­ტო­ნი არ შე­ე­ფე­რე­ბო­და ნორ­მებს, უშ­ვებ­დნენ უხეშ შეც­დო­მებს, მოკ­ლედ, უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა იყო. 2002 წელს თბი­ლის­ში ძლი­ე­რი მი­წის­ძვრა რომ მოხ­და, ქა­ლაქ­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­დნენ შე­ნო­ბებს და დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში 22 ათა­სი სახ­ლი იყო ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი. მა­შინ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ვე­უბ­ნე­ბო­დი - მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღ­ე­ბა, თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში­ა, ხალ­ხი და­ი­ღუ­პე­ბა-­მეთ­ქი, მაგრამ მა­თი მი­ზა­ნი იყო, ფუ­ლი ეკე­თე­ბი­ნათ. პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი იმის გა­მო მო­მი­ვი­და, რომ სას­ტუმ­რო "ა­ჭა­რას­თან" 54-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამ­ბჯე­ნის აშე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. პირ­და­პირ ვუთხ­ა­რი - მანდ ისე­თი გრუნ­ტი­ა, ცა­თამ­ბჯე­ნი არ აშენდება-­მეთ­ქი, ეს რომ ვთქვი, სულ ცო­ფე­ბი ჰყა­რეს და კი­ნა­ღამ ად­გილ­ზე დამ­ხვრი­ტეს ამ უვი­ცებ­მა. მე­რე ევ­რო­პი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ცა­თამბ­ჯე­ნი მა­ინც ვერ აა­შე­ნეს. ბო­ლო წლებ­ში მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯეს და ნახეთ, რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ: ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლი­ა, ხი­დე­ბი აა­შე­ნეს - და­ინ­გრა, გმირ­თა მო­ე­დან­ზე ესტა­კა­დე­ბი აა­გეს და ეში­ნი­ათ, ისიც არ და­იქ­ცეს.

"უ­ხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი დიდ საფ­რთხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის, ჯან­მრთე­ლო­ბას" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი თემურ ბუ­ლი­ა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და რუ­სე­თი­სა და უცხ­ო­ე­თის სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მებ­ში:

-  ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა ის, რომ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე არ არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლი, სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი. რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცე­მენ, არ თხო­უ­ლო­ბენ შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზას. თა­ნაც, ამ სფე­რო­ში შემ­თხვე­ვი­თი ხალ­ხი მუ­შა­ობს, სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ იღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი იმ დო­ნე­ზეა ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი­ა. სწო­რედ ამის ბრა­ლი­ა, რომ ახა­ლი სახ­ლე­ბი იბ­ზა­რე­ბა. ცო­ტა ძლი­ე­რი მი­წის­ძვრაც რომ მოხ­დეს, რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ ეს სახ­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ბა? ან რა­ტომ არის, რომ ახალ კორ­პუ­სებ­ში ბი­ნის გათ­ბო­ბა ძნე­ლი­ა? - იმი­ტომ, რომ უხა­რის­ხო­დაა ნა­შე­ნე­ბი. დღეს მსოფ­ლი­ო­ში იმ­დე­ნი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ა­ა, რომ ეს პრობ­ლე­მაც არ უნ­და გვქონ­დეს.

-  ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, რე­მონ­ტის დრო­საც სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს.

-  იმი­ტომ, რომ მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბიც უხა­რის­ხო­ა, ია­ფი კი­ა, მაგ­რამ სი­ი­ა­ფე და ხა­რის­ხი ერ­თად ვერ თავ­სდე­ბ­ა. ჩინეთი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვის დე­გე­ნე­რა­ცი­ას იწ­ვევს. სა­ერ­თოდ, სა­უ­კე­თე­სო ჩი­ნუ­რი ხა­რის­ხი არის სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ­ზე და­ბა­ლი. თა­ნაც, ამ ჩი­ნურ მა­სა­ლას ზოგ­ჯერ სულ სხვა ქვეყ­ნის მა­სა­ლად ასა­ღე­ბენ და ისეთ ფა­სად ყი­დი­ან, თით­ქოს ევ­რო­პუ­ლი­ა. რა­დი­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს თით­ქმის ყველა ქვე­ყა­ნა­ში ამოწ­მე­ბენ, ჩვენ­თან კი - არა. უცხ­ო­ურ ფირ­მებ­ში მი­მუ­შა­ვია და კარ­გად ვი­ცი, რომ ობი­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემდეგ ყვე­ლა მა­სა­ლას ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი უნ­და ჰქონ­დეს. თბი­ლის­ში კი უამ­რა­ვი კორ­პუ­სი ვი­ცი, რომ­ლის ხა­რის­ხზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია - ეს ეკო­ლო­გი­უ­რად და სე­ის­მუ­რად სა­ში­ში შე­ნო­ბე­ბი­ა! რა­ტომ არის, რომ ჩვენს ბი­ნებ­ში ჰა­ე­რი არ მოძრა­ობს, კედ­ლე­ბი სველ­დე­ბა და ნეს­ტი გროვ­დე­ბა, რაც ათას­ნა­ირ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს? - ეს შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი და უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბის ბრა­ლი­ა.

ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე - "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

-  ცნო­ბი­ლი­ა, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ძა­ლი­ან დიდ ეკო­ნო­მი­ას აკე­თებ­დნენ, ამი­ტომ, არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ მათ მი­ერ აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი საფ­რთხის ქვეშ დად­გეს. უკონ­ტრო­ლო­ბამ და სტან­დარ­ტე­ბის არარსებო­ბამ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს დი­დი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრობ­ლე­მა დღე­საც არ­სე­ბობს და მი­სა­ხე­დი­ა: დაუშ­ვე­ბე­ლი­ა, რომ ვი­საც უნ­და და რო­გორც უნ­და, ისე აშე­ნებს; კონ­ტრო­ლი თუნ­დაც იმი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ საფრთხე არ შე­ექ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. ფაქ­ტი­ა, რომ დღეს თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მუ­რი სახ­ლია და თუ დრო­უ­ლად არ მივ­ხე­დავთ, ეს პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფ­რო გამ­წვავ­დე­ბა.

ცნობისთვის: უხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი ტრაგედია მოხ­და. ბო­ლოს ასე­თი შემ­თხვე­ვა ბან­გლა­დეშ­ში და­ფიქ­სირ­და. 2013 წლის 24 აპ­რილს ქა­ლაქ სა­ვარ­ში უხა­რის­ხოდ აშე­ნე­ბუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა ჩა­მო­ინ­გრა. ტრა­გე­დი­ას 1100 ადა­მი­ა­ნი ემ­სხვერ­პლა.

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია