ბაიარ შაჰინი: რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი?

ბაიარ შაჰინი: რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი?

ბოლო დროს, საქართველოში ვითარება საკმაოდ დაძაბულია ქართველებს შორის სარწმუნოების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტების გამო."თურქეთის ქართველ მარგალიტად" ცნობილი მომღერალი, ბაიერ შაჰინი (გუნდარიძე) "კვირის პალიტრასთან" ამ თემაზე საუბრობს და აგრეთვე, გამოთქვამს მოსაზრებას პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც 936 ქართველი თურქისთვის მოქალაქეობის მინიჭებას გულისხმობს.

ბაიარ შაჰინი:

- ჩვენებურებს, ქართველ თურქებს, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქე გამხდარიყო, ეს სურვილი დაუკმაყოფილდათ. ეს ძალიან კარგია, მათ დაუფასდათ, რომ ქართველობა, ასე თუ ისე, დღევანდელ დღემდე მოიტანეს. მათ ქართული ენა და უძველესი კულტურა შეინარჩუნეს, მთლიანად სხვა ეროვნების ადამიანებად არ ქცეულან. მომავალში თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს გადასცემენ იმ სიმდიდრეს, რასაც ქართველობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას სათანადოდ ვაფასებ, შეიძლება, ქართველ თურქებში, რომელთაც მოქალაქეობა მიენიჭათ, ისეთი ხალხიც იყოს, ვინც ამას არ იმსახურებს. ვერ აარჩევ, ვინ არის ღირსი და ვინ - არა. ჩემი აზრი ისაა, რომ ეს მაინც ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და მიხარია.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს, იყო ქართველი მუსლიმი? რამდენად ეთანხმებით იმ აზრს, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა გაიგივებული უნდა იყოს?

- თუ ორივე გზა ღმერთთან მიგვიყვანს, მაშინ რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი? მჯერა, რომელი სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს, როცა ნამდვილ ქართველზე გვაქვს საუბარი, ის ეროვნებას არ და ვერ შეიცვლის. ქართველი მუსლიმი უბრალოდ, სხვა რელიგიის მიმდევარია. ვერ ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა გწამს, მაგრამ ეს უმთავრესი ნამდვილად არაა. ისეთი არამართლმადიდებელი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც ქვეყანას და კულტურას შესანიშნავად ემსახურებიან.

- საქართველოში ზოგი იწონებს ქართველი თურქებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, ზოგი კი არა. თქვენი აზრით, რას აძლევს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საქართველოს?

- მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს მოქალაქე ვარ. თქვენი აზრით, მე რას ვაძლევ საქართველოს? არ აქვს მნიშვნელობა, ვმუშაობ თუ არა. შეიძლება, ადამიანმა არ იმუშავოს, მაგრამ საქართველოსთვის მას ყოველთვის კარგი ენდომება და კარგს გააკეთებს, რადგან ეს მისი სამშობლოა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია