მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ვიქტორ იუშჩენკოს უმასპინძლა

მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ვიქტორ იუშჩენკოს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფება. პრეზიდენტმა სტუმარი ყვარელში მიიღო. ვიქტორ იუშჩენკომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ვენახში რთველში მიიღო მონაწილეობა. როგორც პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რთველი სიმბოლურად მეუფე სერგიმ გახსნა

"საქართველოს პრეზიდენტის ვენახში რთველი მიქაელ მთავარანგელოზის დღეს დაემთხვა და ის, სიმბოლურად, მეუფე სერგიმ გახსნა. მასში პატარა ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ ნათლიასთან, ვიქტორ იუშენკოსთან ერთად მონაწილეობდა. პრეზიდენტს ყვარლის ახალგაზრდობა და რაჭიდან და ქუთაისიდან ჩამოსული მეღვინეები ეხმარებოდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მევენახეობის ცენტრში ფრანგი ენოლოგის მიერ გამართულ ტრენინგებს ორი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ," - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა