გიორგი მარგველაშვილი - არავის უთქვამს, რომ ევრაზიულ კავშირში შედის

გიორგი მარგველაშვილი - არავის უთქვამს, რომ ევრაზიულ კავშირში შედის

არავის უთქვამს, რომ ევრაზიულ კავშირში შედის, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხს სწავლობს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი უნდა შეეჩვიოს, რომ თავისუფალი დამოუკიდებელი მოქალაქეები ვართ და პოლიტიკოსების უფლებაა შეისწავლონ საკითხი.

"არავის არ უთვამს, რომ რომელიმე კავშირში შედის, პრემიერმა თქვა, რომ მე ამას ვსწავლობ, რაღაცაზე ვფიქრობ, რაღაცას ვაანალიზებ. პრემიერმა თქვა, რომ მე ამას ვსწავლობ და ამაზე ხდება კრიტიკა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევეჩვევით, რომ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი მოქალაქეები და პოლიტიკოსების უფლებაა შეისწავლონ საკითხი და ლოზუნგებით არ ილაპარაკონ. ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს ღიად და გასაგებად, ნებისმიერი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჯერ უნდა შეისწავლო, სანამ უარს იტყვი," – აღნიშნა მარგველაშვლმა.

მისივე თქმით, ევროპაში ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იძლევა ახალ ბაზარს, რომლითაც დაინტერესდებიან ქართველები და საქართველოშივე შექმნის დამატებითი წარმოების პოტენციალს.

"ევრაზიული საბაჟო კავშირი დეკლარირებულია, რომ უნდა გადაიზარდოს ევრაზიულ კავშირში და საბაჟო კავშირი გამორიცხავს ჩვენს ინტეგრაციას ევროპაში," – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ნათლად ხედავენ, რომ საქართველო მოქმედებს თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.

"ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩემთვის ამოსავალი არის საქართველოს ინტერესები, თუ რამე საქართველოს ინტერესისთვის მისაღებია, ის ჩემთვისაც მისაღებია," – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა