რამაზ იოსელიანი - "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"

რამაზ იოსელიანი - "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"

"საოცნებო კულტურის მინისტრო, გამოდი ბუჩქებიდან და დაელაპარაკე ხალხს... მაინც გიპოვით!.. და მერე დაგვაბეზღე მამამარჩენალთან... "- ამ სიტყვებს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე ცნობილი მსახიობი – რამაზ იოსელიანი წერს. თუ რამ გააბრაზა ასე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრა...

- მსურდა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა, რადგან წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი აღნიშნულ თეატრში და მოგეხსენებათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თეატრიდან გამომიშვეს. არადა, წლების განმავლობაში ყველაფერი სწორედ ამ თეატრს შევწირე... მრჩეველთა საბჭომ ყოვლად უსამართლოდ გადაწყვიტა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ ვყოფილიყავი... ამ მრჩეველთა საბჭოში თეატრალური უნივერსიტეტის პრორექტორი, ვასო კიკნაძე გახლდათ ყველაფრის გადამწყვეტი. რაც ვასო კიკნაძეს თეატრალურ უნივესიტეტში ცოდვები აქვს ჩადენილი, ღმერთმა შეუნდოს... როდესაც მას ვკითხე, თუ რატომ არ მომცა ხმა, მიპასუხა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ რეჟისორი არ ხარო. შე კაცო, მართალია დიპლომით არ ვარ რეჟისორი, მაგრამ გორის თეატრში დადგმული მაქვს 18-მდე სპექტაკლი, სხვადასხვა ქალაქებში სპექტაკლები, საბავშვო ფილმები, ერთი ვიდეოფილმი... ეს არ არის საკმარისი და დიპლომი წყვეტს ყველაფერს?! არ ვედრები, მაგრამ ჩარლი ჩაპლინს არ ჰქონდა დიპლომი და ჩარლი ჩაპლინი იყო. რაც ყველაზე უარესია, სხვა თეატრებში დანიშნეს სამხატვრო ხელმძღვანელებად მსახიობები და მხოლოდ მე გამომარჩიეს.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენ რა მიზეზით გამოგიშვათ თეატრიდან?

- იმიტომ, რომ მე ვარ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და მიშა ქარელის შორეული ნათესავი... მერე მოვიდა გურამ ოდიშარია კინომსახიობთა თეატრში, განაცხადა, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო და ეს არის!? ორი თვეა, ვრეკავ დ ვერ ვხვდები გურამ ოდიშარიას. ორი თვეა რეკავს გორის თეატრის მსახიობების დასი, ეხვეწება და მათ ემალება ვაჟბატონი ოდიშარია. ის ადამიანი, ვინც სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს, ჩემი მიყვანილია თეატრში. ობოლს რომ ჰკითხეს ცუდს ვის გაუკეთებო და ვინც გამზარდაო, ხომ გაგიგიათ? თან ეგ ტიპი ნაციონალების მხარეს იყო და პირველი ოქტომბრის არჩევნებზე კარუსელები დაატრიალა თეატრში. ეს უკვე დიდი შეურაცყოფაა. გორის თეატრში რომ ვიყავი, თეატრისთვის რომ ზედმეტი ხარჯები ამეშორებინა, იქვე სოფელში ბინა ვიყიდე და დღემდე სოფელში ვცხოვრობ. გორის ინტელიგენციის ორი ათასმა წარმომადგენელმა წერილი დაწერა ჩემს მოთხოვნაზე და ამასაც არაფრად აგდებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია