ცი­ხე­ში გათხ­ო­ვი­ლე­ბი - რო­ცა სიყ­ვა­რულს გი­სო­სე­ბი ვერ აკა­ვებს

ცი­ხე­ში გათხ­ო­ვი­ლე­ბი - რო­ცა სიყ­ვა­რულს გი­სო­სე­ბი ვერ აკა­ვებს

პა­ტიმ­რის ცო­ლო­ბა ან ქმ­რო­ბა იო­ლი არ უნ­და იყოს, თუმ­ცა სიყ­ვა­რულს გი­სო­სე­ბიც რომ ვერ იჭერს, ფაქ­ტი­ა. მას შემ­დეგ, რაც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის მეს­ვე­უ­რებ­მა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მო­აცხ­ა­დეს "ა­რა ნგრე­ვა, არა­მედ ოჯა­ხე­ბის შექ­მნა და შენე­ბა", უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ოც­რად იმა­ტა. თუმ­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დაწე­სე­ბუ­ლე­ბის კედ­ლე­ბი მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პომ­პე­ზუ­რი ქორ­წი­ლის მომ­სწრეც კი...

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ლი­კა ყაზ­ბე­გის" მფლო­ბელ­მა ვა­ლენ­ტი­ნო­ბა დღეს მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში იქორ­წი­ნა. ლი­კა ყაზ­ბეგ­მა და პა­ტი­მარ­მა გი­ორ­გი ჯე­ლა­ძემ რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოაწერეს ხე­ლი. ახ­ლად­შე­უღ­ლე­ბულ­მა წყვილ­მა თაფ­ლო­ბის თვე სა­პა­ტიმ­რო­ში გა­ა­ტა­რა.

ისეც ხდე­ბა, რომ პა­ტიმ­რი­სა და მი­სი ად­ვო­კა­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა კლი­ენ­ტი­სა და დამ­ცვე­ლის ფარ­გლებს სცილ­დე­ბა და "თავსდა­ტე­ხი­ლი" სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად ქორ­წი­ნე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გი­ორ­გი თევ­ზა­ძე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რ სისტე­მა­ში გა­მარ­თულ პირ­ველ და ყვე­ლა­ზე პომ­პე­ზურ ქორ­წილს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-5 დაწესებულე­ბა­ში გა­ი­მარ­თა:

-  2001 წელს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პა­ტი­მარ­თა სო­ცი­ა­ლური სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელმძღვანელობის პე­რი­ოდ­ში, პა­ტი­მარ­მა კო­ტე მი­რო­ტა­ძ­ემ მოგ­ვმარ­თა გან­ცხა­დე­ბით, მი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ორგანი­ზა­ცი­ი­დან ად­ვო­კა­ტი გა­მოგ­ვეყო. მი­რო­ტა­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და­ვა­ვა­ლეთ ად­ვო­კატ ლი­კა მე­ლა­ძეს. პა­ტი­მარს საკ­მა­ოდ მძი­მე, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბის მუხ­ლე­ბი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­ვო­კა­ტი ლა­მა­ზი გო­გო­ნა იყო, პა­ტი­მარს მო­ე­წო­ნა და ერთ თვე­ში სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­და. ად­ვო­კატ­საც გა­უჩ­ნდა მის მი­მართ გრძნო­ბა და შე­უღ­ლე­ბა გადაწყ­ვი­ტეს. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ლი­კას ოჯახ­ში მი­ვიდ­ნენ,ხელი სთხო­ვეს და გა­დაწყ­და მა­თი და­ქორ­წი­ნე­ბა. ეს იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა - არა უბ­რა­ლოდ ხე­ლის მო­წე­რა, არა­მედ სერი­ო­ზუ­ლი სა­ქორ­წი­ნო რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში (ორ­თა­ჭა­ლა­ში) გა­ი­მარ­თა. ქორ­წილ­ში გა­იჭ­რა ტორ­ტი, იყო ცეკ­ვა და მოლ­ხე­ნა (სხვა­თა შო­რის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იმ­ხა­ნად მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო). მსგავ­სი პომ­პე­ზუ­რი ქორ­წი­ლი არც მა­ნა­მა­დე და არც მას შემ­დეგ, ცი­ხე­ში არ ყო­ფი­ლა...

თუმ­ცა, ყო­ველ­თვის "ჰე­ფი ენ­დით" რო­დი მთავ­რდე­ბა წყვილ­თა იზო­ლა­ტორ­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლი თა­ნაცხ­ოვ­რე­ბა... წყვილ­მა 2008 წელს ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც და­ი­წე­რა ჯვა­რი. გო­გას ყა­ჩა­ღო­ბა, ქურ­დო­ბა, ძარ­ცვა, გა­ტა­ცე­ბის შეკ­ვე­თა (იგულისხმება ყო­ფი­ლი მე­რის, ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ვა­ჟის გა­ტა­ცე­ბის და­გეგ­მვა) და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბი ედე­ბო­და ბრა­ლად და 23 წე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შეყ­ვა­რე­ბულ­მა ად­ვო­კატ­მა ლე­ლამ მი­სი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე უა­რი არ თქვა და პა­ტიმ­რის რი­გით მე­სა­მე ცო­ლი გახ­და. თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბა უიღ­ბლო გა­მოდ­გა - გო­გამ მე­უღ­ლეს ციხე­ში ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა აი­ძუ­ლა, ად­ვო­კატს ბრა­ლი 160-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, სა­ბო­ლო­ოდ კი გი­რა­ოს საფუძველ­ზე გა­მო­უშ­ვეს. პა­ტიმ­რის ცოლს გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე აქვს გა­ნაცხ­ა­დი შე­ტა­ნი­ლი.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ