მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავზე, წარწერა "სოხუმის" გაქრობას აპროტესტებს

მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავზე, წარწერა "სოხუმის" გაქრობას აპროტესტებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავზე, რომლითაც იგი ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა და რომელიც მთავრობას გადასცა, წარწერა "სოხუმის" გაქრობას პოლიტიკური დატვირთვით ხსნის.

როგორც პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე განაცხადა, ეს თვითმფრინავი, რომელზეც ერთი ამბავი იყო ატეხილი, მთავრობამ გადაიბარა.

"არის პატარა დეტალი, მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს, იფრინონ ამ თვითმფრინავით. ამას ჰქონდა დიდი წარწერა სახელი "სოხუმი". როდესაც პრემიერი ჩაჯდა, სიტყვა "სოხუმი" გაქრა, ეს არის ოფიციალური ბორტი, ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა. სახელმწიფო სიმბოლიკას აქვს დიდი დატვირთვა, როდესაც იქ გხვდებიან, გიღებენ, აჩვენებენ ტელევიზიებში. ამის დაწერას აქვს სიმბოლიკა და ამის გაქრობასაც აქვს სიმბოლიკა და არამგონია, რომ ეს იყოს საუბედუროდ, შემთხვევითობა. დასაფიქრებელია, როცა ცდილობენ ყველაფერის წაშლას, ასეთი რაღაცების კეთებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და არამგონია, რომ ეს იყოს დადებითი. სახელმწიფო სიმბოლოებს აქვს დატვირთვა, მიუხედავად იმისა, ვინ რას უნდა ფიქრობდეს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა