რო­გორ "წა­ვი­კითხ­ოთ" ენა

რო­გორ "წა­ვი­კითხ­ოთ" ენა

პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბე­ბი დღეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მოს, არა­ჯან­საღ საკვებს, სტრე­სებ­სა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის არა­საკ­მა­რი­სად დაც­ვას აბ­რა­ლე­ბენ. ადა­მი­ა­ნის ენა კი ის ორგანო­ა, რო­მე­ლიც უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. გვე­სა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პა­რო­დონ­ტის და პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნის და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელმძღვა­ნე­ლი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა ივე­რი­ე­ლი:

-  პი­რის ღრუ ორ­გა­ნიზ­მის სარ­კე­ა, ენა კი ის ე.წ. სა­ინ­ფორ­მა­ციო ორ­გა­ნო­ა, რო­მელ­ზეც რო­გორც ცალ­კე­ული ორ­გა­ნოს, ასე­ვე ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის თით­ქმის ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა აი­სა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ენა­ზე აი­სა­ხე­ბა კუჭ­-ნაწ­ლა­ვის, გულ­-სისხლძარღვთა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და თვით ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბიც კი. პი­რის ღრუს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა "ე­ნის წაკითხ­ვა" უნ­და იცოდ­ნენ. ენის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ბევ­რი რამ იქ­ცევს ყუ­რადღ­ე­ბას - ენის ზო­მა, მი­სი კი­დე­ე­ბის დაკბილულობა, ენის ფე­რი, ნა­დე­ბის კონ­სის­ტენ­ცი­ა, ტო­პოგ­რა­ფი­ა, ანუ ენის რო­მელ უბან­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი ნა­დე­ბი, რადგან ყვე­ლა დე­ტალს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, ენის უკა­ნა მე­სა­მე­დი კუჭ­-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პა­თო­ლო­გი­ებს შეესაბამე­ბა, ენის წვე­რი და წი­ნა მე­სა­მე­დი - გუ­ლის და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბებს და ეს მხო­ლოდ მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა ორ­გა­ნოს ენა­ზე თა­ვი­სი უბა­ნი აქვს: ნაწ­ლა­ვებს, ფილ­ტვებს, გულს, ღვიძლს და ა.შ. ამიტომ ენისფერის, ზო­მის, კი­დის დაკ­ბი­ლუ­ლო­ბის, ნა­დე­ბის, მი­სი კონ­სისტენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ზოგადად ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

-  თვი­თონ ენას, რო­გორც ორ­გა­ნოს, რა უქ­მნის საფ­რთხეს?

-  ზო­გა­დად, ენა­ზე ზე­გავ­ლე­ნას კბი­ლე­ბი­სა და ლორ­წო­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­დენს. მა­გა­ლი­თად, მას საფ­რთხეს უქ­მნის საღეჭი კბი­ლე­ბის ან მცი­რე ძი­რი­თა­დი კბი­ლე­ბის კა­რი­ე­სი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს არ იბ­ჟი­ნე­ბა. ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლის კი­დე შე­საძ­ლოა ქრო­ნი­კუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი ტრა­ვმის მი­ზე­ზი გახ­დეს და ენის მო­ცე­მუ­ლი უბ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გამოიწვიოს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ენის ქსო­ვი­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბით დას­რულ­დეს. ეს უკ­ვე საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თ­ო­ა, რად­გან ენის ქსო­ვი­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბა კი­ბოს გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ ყვე­ლა ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლი დაბ­ჟე­ნას საჭიროებს.

-  თვი­თონ ენის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე რას გვეტყ­ო­დით?

-  არ­სე­ბობს ენის სა­კუთ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ენა­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ენის სა­კუთ­რივ და­ა­ვა­დე­ბებს სხვა­დას­ხვა გლო­სი­ტი მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ტერმინი "გლო­სი­ტი" ენის ან­თე­ბას ნიშ­ნავს. მა­გა­ლი­თად, მათ შო­რის არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ენა, რაც ხში­რია ბავ­შვებ­შიც და მოზ­რდი­ლებ­შიც. არ­სე­ბობს ასე­ვე შა­ვი, თმი­ა­ნი ენა, რომელიც საკ­მა­ოდ აში­ნებთ პა­ცი­ენ­ტებს, მაგ­რამ ამის გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლოა სრუ­ლე­ბით უბ­რა­ლო მი­ზე­ზი იყოს - მაგალითად, პი­რის ღრუს გა­მო­სავ­ლე­ბის პიგ­მენ­ტე­ბი...

-  ბო­ლო დროს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ენის ამა თუ იმ უბ­ნის წვას. რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ეს სიმ­პტო­მი?

-  ეს არის პი­რის ღრუს წვის სინ­დრო­მი, ამ და­ა­ვა­დე­ბას და­ფუფ­ქუ­ლი პი­რის სინ­დრომ­საც ეძა­ხი­ან. საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და უმე­ტეს­წი­ლად 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს აწუ­ხებთ. ამ დროს პა­ცი­ენტს პი­რის ღრუ­ში დისკომფორ­ტუ­ლი შეგრძნება აქვს, კერ­ძოდ - ენის წვა, ჩხვლე­ტა, - ეს არის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა პი­რის ღრუ­ში. თით­ქოს გა­საკ­ვი­რია - ენა­ზე ვლინ­დე­ბა ნევ­რო­ზი და დეპ­რე­სი­ა? მაგ­რამ ეს მარ­თლაც ასე­ა. ამ სინ­დრო­მის მქონე პა­ცი­ენ­ტებს აუ­ცი­ლებ­ლად აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სი, რამაც მა­თი ფსი­ქი­კა შეძ­რა. სტრე­სე­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემდეგ გა­დის დრო და პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ენა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ აწუ­ხებს, და­ფუფ­ქვის, ჩხვლე­ტის, წვის შეგ­რძნე­ბა აქვს, თუმცა ჭა­მის დროს არ აწუ­ხებს.

-  რა­ტომ ქრე­ბა ეს შეგ­რძნე­ბე­ბი ჭა­მის დროს?

-  რა­კი ეს ენა-­ხა­ხის ნერ­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ბა­მი­სი უბ­ნე­ბის არატი­პ­ურ გაღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, ყვე­ლა ეს შეგ­რძნე­ბა (წვა, ჩხვლე­ტა თუ ტკი­ვი­ლი) ჭა­მის დროს ქრე­ბა. რად­გან, თუ ჭა­მის პრო­ცესს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­დან გან­ვი­ხი­ლავთ - სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა. ამ დროს თა­ვის ტვინ­ში ირ­თვე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის ცენ­ტრი, რომელიც გა­და­ფა­რავს იმ უბ­ნის აღ­გზნე­ბას, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო ტკი­ვი­ლის, ჩხვლე­ტის და და­ფუფ­ქუ­ლო­ბის შეგრძნე­ბით. პირის ღრუს წვის სინ­დრო­მი დიდ დის­კომ­ფორტს უქ­მნის პა­ცი­ენტს. ამ და­ა­ვა­დე­ბას არა­ნა­ი­რი მა­ლა­მო­ და სავლე­ბი არ შველის. და თუმ­ცა დი­აგ­ნოზს პა­რა­დონ­ტო­ლო­გე­ბი ვსვამთ, ეს სინ­დრო­მი მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნევროლოგიუ­რი მკურნალო­ბის შე­დე­გად იხ­სნე­ბა.

-  საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ენის ჰერ­პე­სე­ბიც...

-  ჰერ­პე­სი არის ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მას მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სი იწ­ვევს. ის ყველ­გან ჩნდე­ბა - პი­რის ღღუ­ში, ლო­ყის ლორ­წო­ვან­ზე, ტუჩ­ზე, ენა­ზე, თვა­ლის ლორ­წო­ვან­ზე, სა­შო­ზე, კან­ზე. პი­რის ღრუს ჰერ­პე­სუ­ლი წყლუ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლი თვალის­თვის იო­ლი შე­სამ­ჩნე­ვი­ა. ჰერ­პე­სუ­ლი ვი­რუ­სი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­ა. ერ­თხელ თუ მოხვდა ორ­გა­ნიზ­მში, აღარ გა­მო­დის და მას სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ თუ პა­ცი­ენტს სამ თვე­ში ერ­თხელ მაინც უჩ­ნდე­ბა პი­რის ღრუ­ში ჰერ­პე­სუ­ლი წყლუ­ლე­ბი, იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა, რომ მი­სი იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი­ა. ამ დროს ად­გი­ლობ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­გა­დი მკურ­ნა­ლო­ბაც, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი თე­რა­პევ­ტის ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

მოამზადა ლიკა კერატიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია