გა­ძე­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან! - "ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვე­ბის­თვის უცხ­ო­ელს სა­მი დღე ეძ­ლე­ვა"

გა­ძე­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან! - "ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვე­ბის­თვის უცხ­ო­ელს სა­მი დღე ეძ­ლე­ვა"

ბო­ლო ხანს ქვე­ყა­ნა­ში შე­მომ­სვლელ უცხ­ო­ელ­თა რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და. ამას­თან, არის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­ერ საზოგადოებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის, მათ შო­რის, მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტე­ბიც. ქვეყ­ნის ტერიტორი­ა­ზე მყოფ სხვა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქეს კი უფ­ლე­ბე­ბის გარ­და, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც აქვს, იმ ქვეყ­ნის კა­ნო­ნებს უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს, სა­დაც არის. რა შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბა უცხ­ო­ელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ძე­ვე­ბა, დე­პორ­ტა­ცი­ა, რო­გორ და რამ­დე­ნი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გა­ა­ძე­ვეს ქვეყ­ნი­დან? - ამ აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თეთ:

-  რო­მე­ლი ორ­გა­ნო და რა შემ­თხვე­ვებ­ში იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უცხ­ო­ე­ლის ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე? რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­სი გა­ძე­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი? რა შემ­თხვე­ვა­ში ერ­თვე­ბა საქ­მე­ში სა­სა­მარ­თლო?

-  "უცხ­ო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ­მქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" - სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კანონით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უცხ­ო­ელ­თა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ იღებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სამინისტრო, ხო­ლო ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში - სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი; იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში: 1. თუ უცხ­ო­ე­ლი უკა­ნო­ნოდ შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში; 2. თუ აღარ არსებობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი შემ­დგო­მი ყოფ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ხო­ლო სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი იმ შემთხვე­ვა­ში: თუ უცხ­ო­ე­ლის ყოფნა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და საზოგადოებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას; მი­სი გა­ძე­ვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კანონი­ე­რად მყო­ფი სხვა პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის, უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სათ­ვის; იგი სისტემატუ­რად არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას; მან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის ან ყოფ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი საფუძ­ვე­ლი მო­ი­პო­ვა ყალ­ბი ან ძა­ლის არ­მქო­ნე სა­ბუ­თე­ბის წარდგენით; უცხ­ო­ელს ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მის­ჯი­ლი აქვს ერთ წელ­ზე მე­ტი ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა - სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ.

-  რო­გორ, რა ფორ­მით ეც­ნო­ბე­ბა უცხ­ო­ელს, რომ ის ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი­ა? რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა უცხ­ო­ე­ლი არ ეთან­ხმე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და უარს ამ­ბობს ხე­ლ­მო­წე­რა­ზე?

-  გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უცხ­ო­ელს ეც­ნო­ბე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. ამას­თან, მის პას­პორ­ტში ან სხვა სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტში კეთ­დე­ბა შტამ­პი ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენა­ზე აღ­ნიშ­ვნით - "გა­ძე­ვე­ბუ­ლი­ა", სა­დაც მიეთითე­ბა უცხ­ო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­რი­ღი. პას­პორტს ან სხვა დოკუმენტს, რო­მელ­შიც გა­კეთ­და აღ­ნიშ­ვნა და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო უცხ­ო­ელს გა­დას­ცემს უშუ­ა­ლოდ, ან მი­სი გა­ძე­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ორ­გა­ნოს მეშ­ვე­ო­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცხ­ო­ე­ლი არ ეთან­ხმე­ბა გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, უფ­ლე­ბა აქვს გა­ა­სა­ჩივ­როს ის.

-  რამ­დე­ნი დღე ეძ­ლე­ვა მას ქვეყ­ნის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­სა­ტო­ვებ­ლად?

-  ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის ვა­დის მი­ცე­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­მელ­მა კომ­პე­ტენ­ტურ­მა უწყ­ე­ბამ მიიღო გა­ძე­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. უცხ­ო­ელს, რომ­ლის მი­მარ­თაც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­დან გაძევე­ბის გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და­ტო­ვე­ბის­თვის ეძ­ლე­ვა სამ­დღი­ა­ნი ვა­და, ხოლო სასამართლოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და აღ­სრულ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ.

-  ვინ უნ­და გა­ი­ღოს გა­ძე­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი?

-  თუ უცხ­ო­ე­ლი კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში არ და­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას, მი­სი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა მოხ­დე­ბა იძუ­ლე­ბით.

დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გა­ძე­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯი უნ­და გა­ი­ღოს გა­ძე­ვე­ბას დაქვემდებარებულ­მა უცხ­ო­ელ­მა, მის­მა მომ­წვევ­მა ფი­ზი­კურ­მა ან იუ­რი­დი­ულ­მა პირ­მა. კა­ნო­ნი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ხარჯე­ბის გა­ღე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა უცხ­ო­ე­ლის ან მი­სი მომ­წვე­ვი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­ერ ხარ­ჯის ანაზღ­ა­უ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია