შტეფან ფულე - ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან ერთი წლის განმავლობაში გააფორმოს

შტეფან ფულე - ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან ერთი წლის განმავლობაში გააფორმოს

ევროკავშირმა მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა ნოემბერში, ვილნიუსის სამიტიდან ერთი წლის განმავლობაში გააფორმოს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ იალტაში, "იალტის ევროპული სტრატეგიის" ფორუმის ფარგლებში პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

"ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მოვემზადებით, ხელს კი ერთი წლის განმავლობაში მოვაწერთ", - განაცხადა შტეფან ფულემ.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი ვილნიუსში, ნოემბერში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა