ბრიტანეთის ციხის სამმართველო ინგლისისა და უელსის პენიტენციალურ დაწესებულებებში მოწევის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამ საკითხის განხილვა სამმართველომ ციხეების მრავალრიცხოვანი თანამშრომლებისა და პატიმრების თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა, რომლებიც პასიური წევისგან დაცვას ითხოვდნენ და მთავრობას ჩივილით ემუქრებოდნენ.
პროექტი რამდენიმე ციხეში უკვე 2014 წელს განხორციელდება, სრული აკრძალვა კი 2015 წელს მოხდება.
აკრძალვის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის ციხეების პატიმრების 80% ეწევა და მავნე ჩვევაზე იძულებითმა უარმა შესაძლოა, "სიტუაციის დესტაბილიზაცია" გამოიწვიოს.
ინიციატივის მომხრეები კი აღნიშნავენ, რომ არასრულწლოვანთა ციხეებში ანალოგიურ აკრძალვას სერიოზული ინციდენტები არ მოჰყოლია. გარდა ამისა, კანონის მხარდამჭერები, მათთვის, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება გაუჭირდებათ, ნიკოტინის ფირფიტების უფასოდ დარიგების ინიციატივით გამოდიან.
მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.