რამაზ საყვარელიძე: "ქა­ო­სის დაწყ­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს"

რამაზ საყვარელიძე: "ქა­ო­სის დაწყ­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს"

პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს (და არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სებს) სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფიქ­რა­ლი გა­უ­ჩი­ნა. ამასთან, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც არ­სე­ბობს ეჭ­ვი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სი და­იწყ­ე­ბა... გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე:

-  ამ ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და სა­ფუძ­ვე­ლი - რო­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა ას­პა­რეზს ტო­ვებს, ქა­ო­სი შე­იძ­ლე­ბა და­იწყ­ოს, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი, მი­სი გავ­ლე­ნა თა­ვის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე იმ­დე­ნად დი­დი­ა, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მან, თუნ­დაც სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან გა­რეთ მყოფ­მა, სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ვერ შეძ­ლოს. ასე რომ, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან წას­ვლა მის პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რაც თვი­თო­ნაც არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა. მან­ვე თქვა, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სექ­ტორ­ში გა­დას­ვლი­სა და მთავ­რო­ბა­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ტო­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა ამა­ვე სა­კითხ­ის მე­ო­რე მხა­რეს - რამ­დე­ნად სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სი და­იწყ­ოს? - ქა­ო­სის დაწყ­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, ოღონდ, ჩე­მი აზ­რით, ამის ალ­ბა­თო­ბა მცი­რე­ა.

-  ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ პრე­მი­ე­რის სა­კითხი თით­ქმის გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ა. ეს ხომ არ იქ­ნე­ბა შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც თავს ვერ გა­არ­თმევს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს?

-  რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ე­რის სა­კითხს, ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ეს სა­კითხი გა­დაწყ­ვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. ვვა­რა­უ­დობ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს მჭიდ­რო კონ­ტაქტს ივა­ნიშ­ვილ­თან.

-  ბა­ტო­ნო რა­მაზ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მსჯე­ლო­ბა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე მის­მა ოპო­ნენ­ტებ­მა თით­ზე ხომ არ და­იხ­ვი­ეს?

-  გე­თან­ხმე­ბით, რომ ეს თით­ზე დახ­ვე­უ­ლი თე­მა­ა, მაგ­რამ ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვე­ნი პრე­მი­ე­რი საკ­მა­ოდ ხში­რად ამ­ბობს ისეთ რა­მეს, რაც მე­რე თით­ზე და­სახ­ვე­ვი ხდე­ბა და მი­სი ოპო­ნენ­ტე­ბი ად­ვი­ლად იყე­ნე­ბენ. ის სიფ­რთხი­ლე გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, პრე­მი­ერს, რო­გორც გუ­ლახ­დილ და არა­დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს შეჩ­ვე­ულ ადა­მი­ანს მარ­თლაც უქ­მნის დის­კომ­ფორტს. ასე რომ, მი­ვიჩ­ნი­ოთ ეს პრე­მი­ე­რის მო­რიგ არა­პო­ლი­ტი­კურ გა­ნაცხ­ა­დად, მით უმე­ტეს, არა­ნა­ი­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ამის გან­ცხა­დე­ბი­სა არ იყო და ჩავ­თვა­ლოთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ისევ არაფ­რის გა­მო ატე­ხა ყი­ჟი­ნა. არა მგო­ნი­ა, ეს აჟი­ო­ტა­ჟი ქარ­თველ ამომ­რჩე­ველ­ზე იყოს გათ­ვლი­ლი. ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს რუ­სუ­ლი თე­მა ისე არ აწუ­ხებს, რო­გორც სა­ა­კაშ­ვილს წარ­მო­უდ­გე­ნი­ა. სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი უფ­რო მე­ტად უცხ­ო­ელ პარ­ტნი­ო­რებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ამ აჟი­ო­ტა­ჟის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სთ­ვის უცხ­ო­ე­თი­დან დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ა. მგო­ნი, ყვე­ლა მკა­ფი­ოდ ვხე­დავთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ენერ­გი­უ­ლად იბ­რძვი­ან უცხ­ო­ე­ლე­ბის თვალ­ში დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის. ეს ალ­ბათ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კი­დევ ერ­თი შეც­დო­მა­ა, ეგ კი არა, ეს ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის ღა­ლა­ტა­დაც შე­ფას­დეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა