მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?

მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, კენჭი დედაქალაქის მერად იყაროს. ამის შესახებ გაზეთი "პრაიმ ტაიმი" წერს. გაზეთის ინფორმაციით, პოლიტიკურ კულუარებში უკვე განიხილება მერობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი. "ნაციონალური მოძრაობიდან" მერის პოსტზე სხვა კანდიდატებიც სახელდებიან: გიორგი ვაშაძე და უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე კვიტაშვილი. რაც შეეხება გიგი უგულავას, უცნობია აპირებს თუ არა ის თბილისის მერობაზე კანდიდატურის წამოყენებას.

უცნობია ასევე "ქართული ოცნებიდან" ვინ იბრძოლებს ქალაქის მერობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ივანიშვილი პრემიერი აღარ იქნება და შესაბამისად, არ არის ცნობილი რა კონფიგურაციის იქნება ქართული ოცნება.

"პრაიმ თაიმის" ინფორმაციით, შესაძლოა, მერობისთვის თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ იბრძოლონ. ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება "დაიცავი საქართველოს" ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 19 სექტემბერს ძმასთან, მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) ერთად სპორტის სასახლეში მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც გაზეთი წერს, ნინო ბურჯანაძის გუნდიდან კულუარული ინფორმაციით, მერობისთვის მისი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე იბრძოლებს, თუმცა ბარამიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა