NDI - გამოკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ ამართლებს

 NDI - გამოკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ ამართლებს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71 პროცენტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ ამართლებს. გამოკითხულთა 18 პროცენტი კი პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევს.

კითხვაზე, იცით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალე გადადგება, რესპონდენტთა 91 პროცენტი პასუხობს, რომ იცის, 9 პროცენტს კი ამის შესახებ არ სმენია.

კვლევა საქართველოს მასშტაბით 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 3838 ადამიანი. ცდომილება 2 პროცენტია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა