აფხაზეთის აღლუმში რუსეთის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას

აფხაზეთის აღლუმში რუსეთის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას

აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღეს მიძღვნილ აღლუმში რუსეთის სამხრეთის ოლქის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება 30 სექტემბერს სოხუმში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აღლუმში დაახლოებით 150 სამხედრო მოსამსახურე და 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იქნება ჩართული.

მუსიკალური გაფორმებით აღლუმს რუსული სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის თავდაცვის კომბინირებული ორკესტრი უზრუნველყოფს. ისინი 15 მარშის პოპურს შეასრულებენ, რომელთა შორის საბჭოთა, რუსი და აფხაზი კომპოზიტორების ნაწარმოებები იქნება.

საზეიმო ღონისძიებების გენერალური რეპეტიცია რუსული სამხედროების მონაწილეობით, 24-27 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით. 

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?