"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ

"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ

თუკი ავტომანქანის მფლობელი ბრძანდებით, არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ დღეს ესემესით თუ შეგატყობინეს, კანონი დაარღვიეთო. იცვლება მსოფლიო, იცვლება კანონები. სახელმწიფო ორგანოები მოქალაქეებთან დღითი დღე ნაკლებად შევლენ აქტიურ კონტაქტში, ადამიანის მოვალეობას ციფრული ტექნიკა შეასრულებს. ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები და სპეციალური სარადარო სისტემები მოქალაქეების ყოველდღიურობას გააკონტროლებს, თავად ადამიანი გარკვეულ ჩარჩოში მოექცევა. ამგვარი სარადარო სისტემების განლაგება იგეგმება თბილისის 27 ქუჩაზე.

ახალ ჯარიმებზე, აკრძალვებსა და ქუჩაში დამონტაჟებულ რადარებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

"რადარების წყალობით, სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლი 100 ლარით ჯარიმდება.

ასეთი ჯარიმა დისკომფორტს მხოლოდ ურჩ მძღოლებს უქმნის. როცა ერთხელ გადაიხდი 100 ლარს, დაიმახსოვრებ, რომ თუ ისევ არ დაემორჩილები კანონს, კიდევ მოგიწევს ჯარიმის გადახდა და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიეჩვევი წესების დაცვით სიარულს. რადარის შესახებ მძღოლს აფრთხილებს საგზაო ნიშანი, რომელიც რადარამდე იმხელა მანძილით არის დაშორებული, რომ მძღოლს შეუძლია სათანადო რეაგირება მოახდინოს და კანონი არ დაარღვიოს", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მისი თქმით, აკრძალვებისა და კონტროლის გამკაცრების ადგილები გამოკვლევის შედეგად განისაზღვრა და შეირჩა ის ტეროტორიები, სადაც ყველაზე ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები.

"წინასწარ შევისწავლეთ ქალაქში ყველაზე საშიში და კრიტიკული წერტილები. თბილისის შემოგარენში ავირჩიეთ 27 ადგილი, 12 ადგილზე უკვე განთავსებულია რადარები. შარშან თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების 65% ზუსტად ამ წერტილებზე მოხდა. რადარების ამუშავებიდან მალევე სხვა სტატისტიკა მივიღეთ. შარშან, როცა რადარები არ იყო, 2 თვეში 22 ავტოსაგზაო შემთხვევა ამ ადგილებში სიკვდილით დასრულდა. დღეს იმავე მონაკვეთებში მხოლოდ 2 ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა სიკვდილით", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, რადარის მიერ შეცდომის დაშვება გამორიცხულია და ნამდვილად დაარღვია თუ არა კანონი მოქალაქემ, ამის გადამოწმება შესაძლებელია.

"ჯარიმა იწერება მხოლოდ ერთ მანქანაზე, როდესაც კვეთს რადარის მოქმედების არეალს და მასზე ფიქსირდება სიჩქარის გადაჭარბება. როდესაც ორი ავტომანქანა გვერდიგვერდ მოძრაობს, ჯარიმა არ იწერება - ამ დროს არ გაქვს მტკიცებულება, რომელმა მანქანამ გადააჭარბა სიჩქარეს. რადარი არის მკაცრი ტექნიკური საშუალება, რომელიც ისეა დაპროგრამებული, რომ შეუცდომლად ასრულებს მოვალეობას. მას არ აქვს დაღლილობის გრძნობა და არ აწუხებს ემოციები(?!)

ხშირად მოქალაქე იფიცება, - ესა თუ ის წესი არ დამირღვევიაო. ასეთ დროს უკმაყოფილო მძღოლს ვიწვევთ და ვაჩვენებთ ჩანაწერს, რის შემდეგაც რწმუნდება, რომ ნამდვილად დაარღვია წესი", - აცხადებს მაჭავარიანი.

ცოტა ხნის წინ მძოლებისთვის ჯარიმების შესახებ ესემეს-შეტყობინების სერვისი დაინერგა. ახალი სერვისი შექმნილია მძღოლის უკეთესი ინფორმირების მიზნით, ჯარიმის გადახდის ვადის ათვლა კი იწყება მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ხელზე ჩაბარების შემდეგ. მძღოლების მეტი კომფორტისათვის კი შექმნილია მობილური აპლიკაცია "მია გეორგია", ჯარიმის შემოწმება და მისი გადახდა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.

იხილეთ ბმული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია