"გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა, შავი პიარია"

"გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა, შავი პიარია"

გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილის წარმატების საწინდარი ის საარჩევნო პროგრამა, რომელიც სპორტის სასახლეში გააცნო ამომრჩეველს, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ:

- დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა. სამი მიზეზის გამო ოპტიმისტური განწყობა მაქვს: პირველი - გიორგი პატრიოტი, ღირსეული, სუფთა წარსულის კაცია. ასეთი კაცი წარმომედგინა ქვეყნის პრეზიდენტად და, როგორც იქნა, ასეთ კანდიდატს ვეღირსეთ; მეორე - მას "ქართული ოცნების" რეიტინგის ფონზე გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მესამე ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გვერდზე გადადო პირადი ინტერესები, ხალხთან დადგა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც თავიდან ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მართებული ყოფილა. ივანიშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, როდესაც ამბობს, მე თუ მენდობით, გიორგისაც უნდა ენდოთო. ყოველივე ამის გათვალისწინებით გიორგის რეალური კონკურენტი არც ჰყავს.

- სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან არ მიეცა უფლება, კენჭი ეყარა...

- კარგი იქნებოდა, ქალბატონ სალომეს ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც იმიტომ, რომ სალაპარაკო არ გამხდარიყო. კანონი, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ქალბატონი სალომე ჭკვიანი, გამოცდილი პოლიტიკოსია და ფლობს პიარმეთოდებს. კარგად იცოდა, რომ კანონი არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, მაგრამ მაინც მოინდომა კენჭი ეყარა. როდესაც კანონი არ გაძლევს ამის უფლებას, არასწორია სპეკულირება - შეეშინდათ, რომ კენჭი მეყარაო. წარმოგიდგენიათ, რომ ივანიშვილი ან მარგველაშვილი ვინმეს ეტყოდნენ, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეთო? ასეთი განცხადებები პიარფანდია.

- ამბობთ, რომ გიორგი მარგველაშვილს რეალური ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ადამიანები ამბობენ, კოაბიტაციის შიშით ხალხი ნინო ბურჯანაძისკენ გადაიხარაო.

- განცხადებები, ხალხი "ოცნებიდან" ბურჯანაძესთან მიდისო, ასევე პიარფანდია. "ქართული ოცნების" მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა პარტია. მარგველაშვილის კონკურენტები რეალურად მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა ძირითადი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიმკვიდრონ. მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ბურჯანაძის პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს, მაგრამ დღეს, ბუნებრივია, ისინი ბურჯანაძეს დაუჭერენ მხარს. ეს ხალხი "ქართული ოცნებიდან" კი არ გადასულა ბურჯანაძესთან, მასთან იყვნენ და არიან.

- ასევე პიარფანდია გავრცელებული მოსაზრებაც, ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა და მარგველაშვილი ფორმალურად დასახელდაო?

- ეს უკვე შავი პიარია. როდესაც ასეთი მოსაზრება გესმის, სჯობს, გაიცინო. მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციაზე ბატონმა ბიძინამ თქვა, დაანებეთ თავი ამ ზღაპრებს, თუ ჩემი გჯერათ, ეს კაცია ჩემი კანდიდატი. თუ გიორგის აძლევთ ხმას, ე.ი. ხმას მე მაძლევთო...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა