საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვითარება დაიძაბა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვითარება დაიძაბა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვითარება დაიძაბა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცოტა ხნის წინ, საგარეო უწყებასთან, სადაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლები აქციას მართავენ, "თავისუფალი ზონის" წევრები მივიდნენ.

მათ "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებს მავთულხლართები შემოავლეს და წინ დაუდეს საბურავი, წარწერით: "ვაზელინი". "თავისუფალი ზონის" წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ტრანსფარანტებით: "არა ჟოპალეზურ პოლიტიკას", "ნატო- ჩვენი არჩევანია", "არა რუსეთს" იმყოფებიან.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათ უკვე მოახერხეს "თავისუფალი ზონისა" და "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები - ერეკლე მეორეს საზოგადოება, საქართველოს მშვიდობის კომიტეტი და თბილისის სომეხთა ასამბლეა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთობლივ ინტერესებზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აქვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთის ინტერესი ერთობლივი უშიშროებისა და ეკონომიკური სივრცის აღდგენაა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა