საქართველოში ამაღამ შესაძლოა, მოთოვოს

საქართველოში ამაღამ შესაძლოა, მოთოვოს

გუდაურში ღამით თოვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრენსიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების გამგემ, დოდო გვაზავამ განუცხადა, ამაღამ და ხვალ ღამით გუდაურში შესაძლოა, მოთოვოს, თუმცა ნალექი იმდენად მცირე ზომის იქნება, რომ მალევე დადნება.

რაც შეეხება 25 სექტემბრის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა +17 +22 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, ღამით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი, ხოლო დღისით +20 +22 გრადუსი იქნება.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 25 სექტემბერს ყველაზე თბილი ამინდი 1979 წელს ყოფილა და ჰაერის ტემპერატურამ +32 გრადუსს მიაღწია. ხოლო ყველაზე გრილი ამინდი 1987 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ +7 გარდუსამდე დაიწია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია