ბელგიის სამეფო ოჯახის წევრები "ყალბი" პასპორტით მოგზაურობენ

ბელგიის სამეფო ოჯახის წევრები "ყალბი" პასპორტით მოგზაურობენ

ბელგიის ყოფილი მეფის, ალბერტ მეორის (ალბერტ II ივლისში პრინცმა ფილიპმა შეცვალა)  შვილები "ყალბი" პასპორტით სარგებლობდნენ. ამის შესახებ ბელგიის საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა მარკ ეისკენსმა განაცხადა.  

მისი თქმით, შეცვლილი გვარებით პასპორტები სამეფო ოჯახს უსაფრთხოების მიზნით და საზღვარგარეთ ინკოგნიტოდ გმგზავრობისთვის გადაეცემათ.

მაგალითად, პრინცი ფილიპი საზღვარგარეთ ფილიპ დერმიულის სახელით მიემგზავრებოდა ხოლმე.

"ყალბ" პასპორტებს ბელგიის საგარეო უწყება გასცემს, ხოლო სახელებს, რომელიც პასპორტში ფიგურირებს, "ოფიციალური ინსტანციები" განსაზღვრავენ.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია