გუდაურში თოვლის საფარმა 2 სანტიმეტრი შეადგინა

გუდაურში თოვლის საფარმა 2 სანტიმეტრი შეადგინა

30 სექტემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, ისევ ითოვოს. როგორც "ინტრპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, წუხელ თოვდა გუდაურში და თოვლის საფარმა 2 სანტიმეტრი შეადგინა. ასევე თოვლჭყაპი იყო მესტიაში.

გუშინ ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა -1;+4-ს შეადგენდა. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას უკავშირდება.

ამასთან, დღეს წვიმს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. წვიმის ნალექი ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც გავრცელდება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს იქროლებს ქარი 17-20 მეტრი წამში,

27 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში. ამასთან, 27 სექტემბერს საქართველოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა, 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის ისევ გაუარესებას ელოდებიან.

მათივე ინფორმაციით, 30 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასები შემოჭრება, რის შედეგადაც, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა ითოვოს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია