გია მაისაშვილი - "ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა"

გია მაისაშვილი - "ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა"

ეკონომისტი გია მაისაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას სტალინის შესახებ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სტალინით სიამაყე საქართველოსთვის სამარცხვინოა. (შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სიგუამ განაცხადა, რომ სტალინის ტურისტულ პროდუქტად ქცევა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.)

"სტალინი ჰიტლერთან და მაო ძედუნთან ერთად ყველაზე პირსისხლიან დიქტატორადაა ცნობილი და ის, რომ პატარა ერი ამით ამაყობდეს, სამარცხვინოა და თავის მოჭრა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩინელები, გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მოვხიბლოთ არა ისეთი სამარცხვინო ადამიანით, როგორიც სტალინი იყო, არამედ ჩვენი კულტურით, ეკოლოგიური მიმზიდველობითა და შესაძლებლობებით. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში სტალინით ვიამაყოთ. ეს საქართველოს ბარბაროსობასთან გააიგივებს. მსოფლიოს თვალში გამოჩენა კიარა, კარგად გამოჩენა უნდა გვინდოდეს. გარდა ამისა, დღეს სტალინი საინტერესო აღარ არის და არანაირ მისტერიას აღარ წარმოადგენს. არიქა ახლა, დავანახებთ ყველას რამდენი სტალინის ძეგლია საქართველოში და მთელი მსოფლიო თავპირისმტვრევით ჩამოვა", - აცხადებს გია მაისაშვილი.

ეკონომისტი რუსეთთან მიმართებაში, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, ახალი ხელისუფლების პოლიტიკას აფასებს და მას ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებს.

"ეს ძალიან არასტაბილური და საშიში პროცესია. ფაქტობრივად, რუსეთი სადაც უნდა იქ აგებს საზღვარს და ამაზე ჩვენ არანაირი რეაგირება და ქმედითი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ პირობებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით რუსეთს ეკონომიკურ ბერკეტებსაც გადავულოცავთ - ანუ, მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ, სურვილის შემთხვევაში, მომავალში კიდევ ერთი დარტყმა მოგვაყენოს.

მთავრობას ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად, კოლაფსისაკენ მიჰყავს. რუსეთს შეუძლია, გააკეთოს, რაც მოესურვება და ჩვენი სახელმწიფოს მეთაურებისაგან კი არანაირი სტრატეგია არ ჩანს. წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ. ფაქტობრივად, იმპოტენტის მდგომარეობაში ვართ, პარალიზებულია ჩვენი სახელმწიფო. როდესაც ამას არამარტო შენი მოსახლეობა, არამედ გარე თვალიც უყურებს და ხედავს, რომ ეს ქვეყანა იმპოტენტია და არ შეუძლია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება, მაშინ მისი სურვილი, რომ დაგეხმაროს, მცირდება და მტაცებელი რუსის ბერკეტი იზრდება. ასეთი იმპოტენტი და სრულიად არაკომპეტენტური ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩვენი მტრებისთვის ხელშემწყობია ქართული სახელმწიფოს დახრჩობის საქმეში", - აცხადებს ეკონომისტი.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა