სა­ბა­ნა­ძის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" "სა­ბა­ნი" - ა­ლა­პა­რაკ­დე­ბა თუ არა "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი

სა­ბა­ნა­ძის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" "სა­ბა­ნი" - ა­ლა­პა­რაკ­დე­ბა თუ არა "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი

"თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­­დის" ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძემ ერ­თ-ერ­თმა პირ­ველ­მა იგ­რძნო მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი საფ­რთხე და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა. იმ­ჟა­მად ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ზა­ზა გა­ბუ­ნი­ამ გა­ავ­რცე­ლა. მა­შინ გა­ბუ­ნია ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ბა­ნა­ძემ ქვეყ­ნი­დან საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, დო­კუ­მენ­ტა­ცია აქაც მრავ­ლად დარ­ჩა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ბა­ნა­ძე­ზე სის­ხლის სამა­რთლის საქ­მე აღიძ­რა და ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­მოცხ­ად­და. მას დი­დი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფლან­გვა ედე­ბა ბრა­ლად. 24 სექ­ტემ­ბერს გა­ირ­კვა, რომ სა­ბა­ნა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი­ა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის იტა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ კი ქა­ლაქ ფლო­რენ­ცი­ა­ში და­ა­კა­ვეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს" 2010 წლის 16 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 16 ოქ­ტომ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რო­გორც მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მან თბი­ლი­სის მე­რი­ის შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ალექ­სან­დრე თა­ბუ­აშ­ვილ­თან და თბი­ლი­სის ვი­ცე-­მერ და­ვით ალა­ვი­ძეს­თან ერ­თად 2011 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჯგუ­ფი, რომ­ლის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­შიც სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის მი­ზა­ნი 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ხარ­ჯე­ბის "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბით უკა­ნო­ნო და­ფი­ნან­სე­ბა იყო. "2011 წლის 9 ნო­ემ­ბერს გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძემ მი­მარ­თა სს "ლი­ბერ­თი ბანკს" და მო­ითხ­ო­ვა 719 ცა­ლი სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თის დამ­ზა­დე­ბა იმ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც თით­ქოს უნ­და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი შე­ნო­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ისი­ნი იყ­ვნენ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი. გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძემ ალექ­სი თა­ბუ­აშ­ვილს გა­დას­ცა პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც სხვა­დას­ხვა დროს უკა­ნო­ნოდ ირიცხ­ე­ბო­და "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი. თა­ბუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­ა­რი­გა, ხო­ლო ბა­რა­თებ­ზე და­რიცხ­უ­ლი თან­ხე­ბი ნა­წილ­დე­ბო­და პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის ხელ­ფა­სის სა­ხით. ამ­რი­გად, 2011 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2012 წლის ივ­ნი­სამ­დე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სეს ფონ­დის კუთ­ვნი­ლი თან­ხა 13 852 497 ლა­რის ოდე­ნო­ბით", - აცხ­ა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2012 წლის თე­ბერ­ვა­ლ­-ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძემ და და­ვით ალა­ვი­ძემ ფონ­დის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბით უკა­ნო­ნოდ და­ა­ფი­ნან­სეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. ამის შე­დე­გად ბი­უ­ჯე­ტი­დან უკა­ნო­ნოდ გა­იფ­ლან­გა ფონ­დის კუთ­ვნი­ლი 719 862 ლა­რი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მარ­ტო 2012 წლის 16 ივ­ლი­სი­დან 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე სა­ბა­ნა­ძემ და ალა­ვი­ძემ "ლი­ბერ­თი ბან­კში" არ­სე­ბუ­ლი "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­ის" ან­გა­რი­ში­დან უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სეს 34 328 463 ლა­რი. შსს-ს ცნო­ბით, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძეს იტა­ლი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მი­ერ შე­ე­ფარ­და წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა და მის მი­­მართ კა­ნო­ნით გა­თ­­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ბა­ნა­ძე ქარ­თვე­ლი სა­მარ­თა­ლ­დამ­ცა­ვე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან ბევ­რი რამ იცის და არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, ალა­პა­რა­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი წა­ი­ყო­ლოს ცი­ხე­ში, მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სად თბი­ლისის მე­რი გი­გი უგუ­ლა­ვა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკ­ვე აღ­ძრუ­ლი­ა. არა­ვინ იცის, გასწ­ვდე­ბა თუ არა სა­ბა­ნა­ძეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ბა­ნი" და კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის რე­ჟიმ­ში მის მფარ­ვე­ლო­ბას მო­ას­წრებს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კარს მომ­დგარი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ არ­ცთუ მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. აშ­კა­რა­ა, ის ყვე­ლა ხერ­ხით ცდი­ლობს გა­მო­ძებ­ნოს გზე­ბი, რომ­ლი­თაც მო­ა­ხერ­ხებს იმ შეც­დო­მებ­ზე და, შე­საძ­ლო­ა, და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზეც, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აცი­ლე­ბას, რაც მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მას სა­ბა­ნა­ძის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნაკ­ლე­ბად ეც­ლე­ბა.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა