ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მეტ­სა­ხე­ლე­ბი

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მეტ­სა­ხე­ლე­ბი

ნათ­ქვა­მი­ა, პო­ლი­ტი­კოს­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა, ნეკ­რო­ლო­გის გარ­და, რეკ­ლა­მა­ა­ო. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მეტ­სა­ხე­ლე­ბი კი ხში­რად იმა­ზე მეტ­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ვიდ­რე მათ მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. ე.წ. კლიჩ­კებ­ში სარ­კე­სა­ვით აი­რეკ­ლე­ბა ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ მი­მართ.

1990-ი­ა­ნი წლე­ბი­დან, იმ დრო­ი­დან, რო­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე გა­აქ­ტი­ურ­და, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მეტ­სა­ხე­ლებ­ზე ხმა­მაღ­ლა ალა­პა­რაკ­დ­ნენ, - სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვან ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილს "მურ­ტა­ლოს" ეძახ­დნენ, "კუ­კა­რა­ჩას" ცნო­ბი­ლი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სად... მის შემ­ცვლელს, მუ­დამ მდუ­მა­რე გი­ვი გუმ­ბა­რი­ძეს, "მა­მა­დუ" შე­არ­ქვეს, სა­ბავ­შვო ძი­ლის­პი­რუ­ლის ტე­ლე­პერ­სო­ნა­ჟის სეხ­ნია გახ­და... სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მეტ­სა­ხე­ლი არ ჰქო­ნი­ა, მომ­ხრე­ე­ბიც და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც ხში­რად "კონ­სტან­ტი­ნო­ვი­ჩად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რი­თაც პირ­ვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ის ცნო­ბი­ლი მა­მის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი­ა, მე­ო­რე­ნი კი იმის ხაზ­გას­მას ცდი­ლობ­დნენ, ზვი­ა­დი მა­მის ჩრდი­ლი­დან ვერ გა­მო­ვი­და­ო... ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს "თეთ­რი მე­ლა" ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­სას შე­არ­ქვეს, ჩახ­ლარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ­-სა­კად­რო სვლე­ბის გა­მო... ქვეყ­ნის ახ­ლან­დელ პრე­ზი­დენტს კი უბ­რა­ლოდ "მი­შად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ "ჰალ­სტუხ­ჭა­მი­ა­საც" უწო­დე­ბენ "ბი-­ბი-­სის" პირ­და­პირ ეთერ­ში გა­სუ­ლი ცნო­ბი­ლი კად­რის გა­მო, რო­ცა აგ­ვის­ტოს ომის გა­მო გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ჰალ­სტუხს ღე­ჭავს.

ყო­ფილი პრე­მი­ერ­-მი­ნისტრი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილი "სა­ხელ­მწი­ფოს ხერ­ხემ­ლად" მი­აჩ­ნდათ, თუმ­ცა ცო­ტას თუ ახ­სოვს, რომ ეს სა­ხე­ლი მას შე­არ­ქვა მაია ნა­დი­რა­ძემ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­საც ხალ­ხმა "ი­უბ­კი­ა­ნი სოკ­რა­ტე" უწო­და, რად­გან პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფოს­-ფსი­ქო­ლო­გი, ხში­რად გა­მოთ­ქვამ­და ბრძნულ აზ­რებს, მა­გა­ლი­თად ასეთს: "ახ­ლა ჩვენ ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და რო­გორც გვინ­და, ისე ვიქ­ცე­ვით, რო­ცა სხვე­ბი მოვ­ლენ, ასე­ვე მო­იქ­ცნენ"... ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლე­ი­ბო­რის­ტის, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მეტ­სა­ხე­ლი "პროს­ტო შალ­ვა­ა", რი­თაც მის კო­ლო­რი­ტუ­ლო­ბას უს­ვა­მენ ხაზს, ამას­თანავე, ის არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის ნათ­ლი­ა­ა. მან უწო­და ყო­ფილ პრე­მი­ერ ზურაბ ნო­ღა­ი­დელს "დაღ­ლი­ლი ვი­რი", რო­გორც ჩანს, მუ­დამ დაღ­ლი­ლი და უკ­მა­ყო­ფი­ლო გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მო, კო­ბა ხა­ბა­ზი კი "ა­ჭა­რელ ლუი დე ფი­უ­ნე­სად" მო­ნათ­ლა... "სა­ქარ­თვე­ლოს გზის" ლი­დერ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "ქა­ჯი" შე­არ­ქვეს მი­სი­ვე ცნო­ბი­ლი ფრა­ზის გა­მო - "ქა­ჯე­ბი მი­დი­ან!" მას "ხა­ნუ­მა­საც" უწო­დე­ბენ, რად­გან ცნო­ბი­ლი კო­მე­დი­ის ამ პერ­სო­ნა­ჟი­სა არ იყოს, "მას შემ­დეგ, რაც მა­მამ პა­რიჟ­ში წა­ი­გო, ქარ­თუ­ლი სულ და­ა­ვიც­ქდა"... ძმებს, ლე­ვან და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებს "გრე­ჩი­ხე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ერ­თ-ერ­თი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ბავ­შვო­ბა­ში წი­წი­ბუ­რა უყ­ვარ­დათ, თუმ­ცა, სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბის დე­და: პი­რი­ქით, წი­წი­ბუ­რას ძა­ლით ვაჭ­მევ­დი, ლე­ვანს კი ეს სა­ხე­ლი იმი­ტომ შე­არ­ქვეს, რომ ჩვენს ეზო­ში სა­მი ლე­ვა­ნი იყო, ერთს "კიტ­რა" და­არ­ქვეს, მე­ო­რეს - "ლო­ბი­ო" და მე­სა­მეს - "გრე­ჩი­ხა­ო". სწო­რედ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მი­ერ სა­კან­ში შერ­ქმე­უ­ლი "გი­ვი­ი­ი­ი"­-ია დე­პუ­ტატ გი­ვი თარ­გა­მა­ძის ერ­თ-ერ­თი მეტ­სა­ხე­ლი, მე­ო­რე კი "ჩე გი­ვე­რა­ა", რად­გან გი­ვი თარ­გა­მა­ძე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ალის აგიზ­გი­ზე­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ამის გა­მო ყირ­გი­ზე­თი­დან ლიტ­ვა­ში ბევ­რი იმოგ­ზა­უ­რა, რის შემ­დე­გაც რე­ვო­ლუ­ცი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებ­და: ლიტ­ვე­ლი ქა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლებს ჯო­ბი­ან, ყირ­გი­ზებ­ზე კი ლა­პა­რა­კიც არ მინ­და­ო... თუმ­ცა, რო­გორც სან­დო წყა­რომ გვითხ­რა, თარ­გა­მა­ძეს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, უზო­მო სმის გა­მო, კი­დევ ერ­თი მეტ­სა­ხე­ლი ჰქო­ნია - "ეჟ­ვა­ნა", სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­ში სწავ­ლი­სას მი­სი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი ხუმ­რობ­დნენ, ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლი­სას ეჟ­ვა­ნი უნ­და შე­ვა­ბათ, მთვრალი სადმე არ დაგვეკარგოსო... გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ მი­ნისტრ კა­ხა ლო­მა­ი­ას, პირ­ვე­ლა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის გა­მო, "სან­ტექ­ნი­კი" შე­არ­ქვეს, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს, იმა­ვე კირ­კი­ტას - "პე­ჩო­რი­ნი", რად­გან სა­ა­კაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის დაც­ვის წევ­რის ცე­მის შემ­დეგ, დე­პუ­ტატ კირ­კი­ტა­ძეს "ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი" უწო­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კა­ხა თარ­გა­მა­ძემ სა­კუ­თარ თავს "რკი­ნის კა­ცი" შე­არ­ქვა, ამით ოპო­ზი­ცია გა­აფ­რთხი­ლა, მა­გა­რი ნერ­ვე­ბი მაქ­ვსო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ა­კაშ­ვილ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს შე­არ­ქვა "რკი­ნის კა­ცი". კა­ხა თარ­გა­მა­ძის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი ოპო­ნენ­ტი კი "ვან­გა­ა" - იგი­ვე ირი­ნე სა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ­-ო­კულ­ტუ­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ­ჟა­მად ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მეტ­სა­ხე­ლი კი "რუ­ხი კარ­დი­ნა­ლი­ა", ის ყველ­გან იყო, მაგ­რამ დღემ­დე არ­სად ჩანს...

დე­პუ­ტა­ტი­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტ კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლის "კლიჩ­კა" "ნა ვერ­ტე­ლე­ა", ნა ვერ­ტე­ლეს სას­წრა­ფოდ მი­ტა­ნა მან რეს­ტო­რან­ში გა­და­ღე­ბუ­ლ გახ­მა­უ­რე­ბულ კად­რებ­ში ითხ­ო­ვა. გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს "მი­ლი­ო­ნე­რი" შე­ერ­ქვა ერ­თ-ერ­თი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, სა­დაც ის ამ­ბობს: მა­ყუ­თი უნ­და ვი­შოვ­ნო, მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდე­ო. ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის "კლიჩ­კა" "კარ­ლსო­ნი­ა", რად­გან 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ამ­ტკი­ცებ­და, კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ვე­ლის" სა­ხუ­რა­ვი­დან სა­ხუ­რავ­ზე გა­დავ­დი­ო­დი­ო.

მეტ­სა­ხე­ლე­ბი აქვთ სხვა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­საც: ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე "ფქვი­ლოვ­ნა" და "ხორ­ბა­ლოვ­ნა­ა", მა­მა­მი­სის "პურ­პრო­დუქ­ტი­უ­ლი" წარ­სუ­ლის გა­მო, და­ვით ბაქ­რა­ძე კი - "ჩან­გა­ლა", აგ­ვის­ტოს ომის დროს ხალხს მო­უ­წო­და, რი­თიც გინ­დათ, თო­ხე­ბითა და ჩან­გლე­ბით და­ი­ცა­ვით თა­ვი­ო... გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მეტ­სა­ხე­ლი კი "პლას­ტი­ლი­ნი­ა", რად­გან თვი­თონ­ვე თქვა, პლას­ტილი­ნი­ვით ვარ, რო­მელ­საც, სა­დაც მი­აგ­დებ, იმ ფორ­მას იღებ­სო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია