"რუ­სე­ბი მი­ზან­ში მყავს ამო­ღე­ბუ­ლი"

"რუ­სე­ბი მი­ზან­ში მყავს ამო­ღე­ბუ­ლი"

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, ე.წ. საზღ­ვარ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ალ­ბათ კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს, რომ ოკუ­პან­ტი ოკუ­პან­ტო­ბას არ მო­იშ­ლის. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს დიც­ში თუ დვან­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, მხო­ლოდ ერ­თი ბერ­კე­ტი რჩე­ბა - ატე­ხოს ხმა­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე იმის იმე­დით, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­რე­ვამ იქ­ნებ ოდ­ნავ მა­ინც შე­ა­კა­ვოს რუ­სე­ბის თავ­ნე­ბო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ეთან­ხმე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას, რომ პრო­ვო­კა­ცი­ას არ უნ­და ავ­ყვეთ და ნე­ბის­მი­ერ­მა ნაჩ­ქა­რევ­მა ქმე­დე­ბამ შე­საძ­ლო­ა რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ზე კი­დევ ერ­თი მძი­მე დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ბა­ბი მის­ცეს. თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო. ერ­თ-ერ­თი ასე­თი მო­ქა­ლა­ქე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" და­უ­კავ­შირ­და და თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ამ­ცნო. გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, მან თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვა.

"თა­მა­რა­შე­ნი­დან ვარ, რო­მე­ლიც დღეს მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი. გუ­ლი მიკ­ვდე­ბა, რომ ოსე­ბი რუ­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლებ­საც აგ­ვის­ტოს ომამ­დე ქარ­თულ სოფ­ლებ­ში არა­ვინ შე­ა­სუ­ნი­ნებ­და ­(ო­სე­ბის გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას ვგუ­ლის­ხმობ), თა­ვი­სუფ­ლად და­პარ­პა­შე­ბენ. ქარ­თვე­ლე­ბის კარმიდამო­ზე მავ­თულ­ხლარ­თებს თუ გა­ავ­ლებ­დნენ, ნამ­დვი­ლად ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რა მა­გი­ჟებს, იცით? - ეს პრო­ცე­სი ხალხს აბე­ჩა­ვებს, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც ვე­ღარ ვუ­ყუ­რებ მათ სა­ხე­ებს. სუ­ლე­ლი არ ვარ და მეს­მის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სებს ტან­კე­ბით ვერ შე­უ­ვარ­დე­ბა და ნამ­დვი­ლად არ და­ვიწყ­ებ ვინ­მეს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. უბ­რა­ლოდ, სხვა გზე­ბიც ხომ არ­სე­ბობს?! რო­დე­საც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა დი­დი ქვეყ­ნის მი­ე­რაა დაპყ­რო­ბი­ლი, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დაწყ­ე­ბა­ა. ჰა­ერ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ - 15 წე­ლი ჯარ­ში ვი­ყა­ვი, ყვე­ლა ომი გა­მოვ­ლი­ლი მაქვს და შე­მის­რუ­ლე­ბია ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც პარ­ტი­ზა­ნე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. ბევ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლიც მყავს, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით ფიქ­რო­ბენ. თუ მიგ­ვიშ­ვე­ბენ, ჯო­ჯო­ხეთს მო­ვუწყ­ობთ რუ­სებს და ოსებს. უკვე დროა, აფხაზეთსა და ცხინვალში პარტიზანული მოძრაობა დაიწყოს. აბა, მა­შინ ვე­ლო­დოთ, სა­ნამ სახ­ლში არ შე­მოგ­ვიცვივ­დე­ბი­ან. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბო­დე კი­დეც და ისე­თი ქმე­დე­ბა იყოს სა­ჭი­რო, რო­გორც ახ­ლა ვიქ­ცე­ვით. მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მუ­დამ ასე არ გაგ­რძელ­დე­ბა და ერ­თხე­ლაც მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აგ­ვევ­სე­ბა. მხატ­ვრუ­ლად რომ ვთქვა, მე უკ­ვე მი­ზან­ში მყავს ამო­ღე­ბუ­ლი რუ­სე­ბი და დროს ვე­ლო­დე­ბი, ჩახ­მახს რომ გა­მოვ­კრა".

ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კითხ­ებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- სა­საზღ­ვრო სოფ­ლებ­ში დიც­სა და დვან­ში მავ­თულ­ხლარ­თე­ბის გაბ­მა, საზღ­ვრის გად­მო­წე­ვა და, მე­ო­რე მხრივ, გარ­ღვე­ვა რუ­სულ­-ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პა­რა­დოქ­სუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა, ამ­გვა­რი რამ მსოფ­ლი­ო­ში არ­სად მომ­ხდა­რა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან დაძ­ვრა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თაც არის, და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის მოთხ­ოვ­ნაც და სი­ტუ­ა­ცი­ი­თაც არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ვე­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტად რჩე­ბა. მა­ვანს შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ნა­ში ინერ­ცი­ით გრძელ­დე­ბა და დღეს­-ხვალ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა; არა მგო­ნი­ა, ასე მოხ­დეს, რად­გან მოს­კოვს შორ­სმი­მა­ვა­ლი ამო­ცა­ნე­ბი აქვს და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და აფ­ხა­ზეთ­თან პო­ლი­ტი­კას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი დათ­მო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ შეც­ვლის, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხევ­რად სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბა­ა. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის თე­მაც ურ­თი­ერ­თ­ო­ბე­ბის დათ­ბო­ბის კო­ნ­ტექ­სტში ჯდე­ბა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს ორი პა­რა­ლე­ლუ­რი და გარ­კვე­ულ­წი­ლად, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხ­ა­ვი პრო­ცე­სი დიდ­ხანს გა­აკ­ვირ­ვებს ექ­სპერ­ტებს. რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფ­ხა­ზე­თის საზღ­ვრის გა­მაგ­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს, იმ სა­ბა­ბით, რომ ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცხინ­ვა­ლი­სა და სო­ხუ­მის მოთხ­ოვ­ნა­ა. ვე­რა­ვი­თა­რი მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლით ეს პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რომ დღეს მსოფ­ლი­ოს სამ­ხრე­თ კავ­კა­სი­ის­თვის არ ცხე­ლა. რუ­სე­თი თვი­თონ უნ­და და­სუს­ტდეს, და­ი­შა­ლოს, ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, ან ორი­ენ­ტა­ცია უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გზა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს..

- რო­გორ ფიქ­რობთ, არის თუ არა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ად­რე თუ გვი­ან, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­იწყ­ოს პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა?

- ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­რიცხ­ავ, რად­გან პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გაშ­ლა იმ შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­ცა მათ ძლი­ე­რი მა­ტე­რი­ა­ლურ­-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქ­ვთ. პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ნად­გო­მით ძნე­ლია და მა­გა­ლი­თად, გა­ლის რა­ი­ონ­ში რომც და­იწყ­ოს, მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი მხარს არ და­უ­ჭერს, რად­გან სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ფაქ­ტია ისიც, რომ არც სა­ხელ­მწი­ფო და­უ­ჭერს მხარს პარ­ტი­ზა­ნულ მოძ­რა­ო­ბას, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩვენ­ში არა­ჯან­სა­ღი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ჩე­ჩე­ნი ლა­კა­ე­ვის და­კა­ვე­ბამ და მის­მა შე­საძ­ლო კავ­შირ­მა აფ­ხა­ზეთ­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტის მკვლე­ლო­ბას­თან, სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ ის სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის საფ­რთხის შემ­ცველ პირ­თა სი­ა­ში­ა.

- გვახ­სოვს, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-ი­ან წლებ­ში აფ­ხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ზა­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ...

- ამ შე­ნა­ერ­თებ­მა 2000 წლი­დან აქ­ტი­უ­რო­ბა თან­და­თან შე­ა­ჩე­რეს, პარ­ტი­ზა­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კუ­ლუ­ა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­დნენ, თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათ მი­მართ თან­მიმ­დევ­რული პო­ლი­ტი­კა არ ჰქონ­და და სწო­რედ ამის გა­მო შე­ჩერ­და მა­თი აქ­ტი­უ­რო­ბა. ამ პარ­ტი­ზა­ნულ ჯგუ­ფებს, ომის დას­რუ­ლე­ბი­დან პირ­ველ წლებ­ში გა­სა­გე­ბი პატ­რი­ო­ტუ­ლი მი­სია ჰქონ­დათ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კე­რებს ქმნიდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დგომ­ში აფ­ხა­ზებ­მა მა­თი აქ­ტი­უ­რო­ბის გა­მო, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად შე­ა­ვიწ­რო­ვეს, პარ­ტი­ზა­ნებს შო­რის დი­დი მსხვერ­პლი იყო, იმოქ­მე­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტო­რმაც და მოხ­და ისე, რომ ამ რაზ­მე­ბის ზო­გი­ერ­თმა წევ­რმა ყა­ჩა­ღო­ბას მიჰ­ყო ხე­ლი, თუმ­ცა, მებ­რძო­ლე­ბის 90%-ზე ამას ვერ ვიტყ­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძო­ლის ამ­ჟა­მინ­დელ პერ­სპექ­ტი­ვას, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში პი­რო­ბი­თი საზღ­ვრის გა­ყო­ლე­ბა­ზე მთე­ლი ტე­რი­ტო­რია სახ­ნავ­-სა­თე­სი­ა, ყა­ნებ­ში თუ იო­მე­ბენ, არ ვი­ცი. მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო ეს გალ­ში, აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც დღეს პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გაშ­ლა ისე შე­იძ­ლე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად შე­წუხ­დეს (იქ სულ 70 ოჯა­ხია დარ­ჩე­ნი­ლი) და შე­სა­ბა­მი­სი ლან­დშაფ­ტიც არის, კო­დო­რის ხე­ო­ბა­ა, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე პრო­ცე­სე­ბის ამ­გვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა.

- რო­გორ აფა­სებთ ედუ­არდ კო­კო­ი­თის გან­ცხა­დე­ბას, რომ თრუ­სოს ხე­ო­ბის ასა­ღე­ბად და და­საბ­რუ­ნებ­ლად სულ ორი დღე სჭი­რდე­ბო­და. შე­საძ­ლო­ა ოსუ­რი მხრი­დან რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- კო­კო­ი­თი რუ­სე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე არაფ­რის ამ­ღე­ბი­ა, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავს რომც გა­და­ახ­ტეს, თრუ­სოს ხე­ო­ბას კი არა, ცხინ­ვალს ვერ და­ი­ცავს, ახ­ლა მა­თი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სულ 200 კა­ცია დარ­ჩე­ნი­ლი. რუ­სე­თის დი­რექ­ტი­ვა იყო, სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში ემოქ­მე­დათ და თბი­ლი­სის­კენ ისე დაძ­რუ­ლიყ­ვნენ, რო­გორც და­იძ­რნენ; ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ისი­ნი რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელ­მა კი არა, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, კრემ­ლი­დან მი­ღე­ბულ­მა ბრძა­ნე­ბამ გა­ა­ჩე­რა. კო­კო­ი­თი ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით მხო­ლოდ თავს ახ­სე­ნებს თა­ვის პატ­რო­ნებს მოს­კოვ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თრუ­სოს ხე­ო­ბას და მთლი­ა­ნად თრი­ა­ლე­თის ზე­განს, ცხინ­ვალ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებ­ში პირ­და­პირ წე­რი­ა, რომ ეს სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რია იყო, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მოქ­მე­დებს თრუ­სო­ე­ლი ოსე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია "და­რი­ა­ლი", რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნი­ლია და რო­მე­ლიც სა­ჭი­რო დროს ყვი­რის ხოლ­მე. რა­კი ახ­ლა კო­კო­ი­თის სიტყ­ვებს თრუ­სო­ე­ლი ოსე­ბი არ გა­მო­ეხ­მა­უ­რნენ, ჩანს, რომ ეს მხო­ლოდ კო­კო­ი­თის პი­რა­დი ინი­­ცი­ა­ტი­ვა­ა.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-ი­ან წლებ­ში აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა მოქ­მე­დებ­და, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლე­ბი იყ­ვნენ "თეთ­რი ლე­გი­ო­ნი" და "ტყის ძმე­ბი". არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ "ტყის ძმებ­ში" 92 და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლი ირიცხ­ე­ბა. ძმე­ბი ბე­რი­ე­ბის გმი­რო­ბა­ზე დღე­საც ჰყვე­ბი­ან. 1998 წელს 27 წლის ზა­ზა ბე­რი­ა ძმას­თან, ბე­სოს­თან, და 12 თა­ნა­მებ­რძოლ­თან ერ­თად ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. ბრძო­ლა­ში ბე­სო მძი­მედ და­იჭ­რა, ზა­ზა კი და­ი­ღუ­პა.

ქარ­თულ პარ­ტი­ზა­ნულ მოძ­რა­ო­ბას წერ­ტი­ლი 2004 წელს და­ეს­ვა. 2004 წლის 3 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ ზუგ­დი­დი­სა და წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნებ­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვა, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ პარ­ტი­ზა­ნე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ იმ დრო­ის­თვის პარ­ტი­ზა­ნე­ბს უკ­ვე ბევ­რი კრი­მი­ნა­ლი მიეტმასნა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა