"ი­ვა­ნიშ­ვი­ლი პუ­ტინს უნ­და შეხ­ვდეს"

"ი­ვა­ნიშ­ვი­ლი პუ­ტინს უნ­და შეხ­ვდეს"

რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საზღ­ვარ­თან სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­წე­ვის პრო­ცესს ბო­ლო არ უჩანს. რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სო­ფელ დიც­თან და დვან­თან სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლი ასე­უ­ლო­ბით მეტ­რით უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე გად­მოს­წი­ეს და მო­სახ­ლე­ო­ბის კუთ­ვნი­ლი სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბიც მი­ი­ტა­ცეს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის­მის კითხ­ვა - სად გა­დის ის ზღვა­რი, სადამ­დეც მოთ­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე, ექ­სპერ­ტი: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს რუ­სე­თის მხრი­დან საზღ­ვრის გად­მო­წე­ვის პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად. მარ­თა­ლი­ა, პრო­ვო­კა­ცი­ას არ უნ­და აყ­ვნენ და ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია არ უნ­და მოხ­დეს, მაგ­რამ სა­ჭი­როა უფ­რო ხის­ტი პო­ზი­ცი­ა. წე­სით, მთე­ლი მსოფ­ლიო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა უნ­და შე­ეძ­რათ, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი ფეხ­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, თუმ­ცა ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ას სძი­ნავს და რუ­სე­თის ამ­გვარ ქმე­დე­ბებ­ზე არ რე­ა­გი­რებს. თუ ასე გაგ­რძელ­და, სა­დამ­დე მი­ვალთ, არ ვი­ცი...

ნი­კა ჩი­ტა­ძე, ექ­სპერ­ტი:

- პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­გე­ბა შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უფ­რო მკვეთ­რი რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნოს საზღ­ვრის გად­მო­წე­ვის სა­კითხ­ებ­ზე, რა­საც დღეს ვერ ვხე­დავთ. მათ უნ­და მო­ითხ­ო­ვონ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ფორ­მა­ტის შეც­ვლა.

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გია ვოლ­სკი:

- ოკუ­პა­ცია გა­ცი­ლე­ბით ად­რე და­იწყ­ო. რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ებს ღო­ბა­ვენ, რო­მე­ლიც 2007 წლის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლქს მი­ა­კუთ­ვნა. ეს იყო დი­დი შეც­დო­მა და სი­სუ­ლე­ლე, მე­რე კი ისევ სა­ა­კაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია შეძ­ლეს.

ირაკ­ლი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი:

- უფ­რო აქ­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­და­იდ­გას, მაგ­რამ სი­ხის­ტე არა­ფერს გვარ­გებს. პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­გე­ბამ რაც მოგ­ვი­ტა­ნა, ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბის ბრალ­დე­ბებს, თით­ქოს რუ­სე­თის მხრი­დან საზღ­ვრის გად­მო­წე­ვა და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მათ მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლო­ი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი­ა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფა­რი­კა­ო­ბას უფ­რო ჰგავს. ხის­ტმა პო­ლი­ტი­კამ რაც მოგ­ვი­ტა­ნა 2007-2008 წლებ­ში, კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ.

ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე საზღ­ვრის გად­მო­წე­ვის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს. მი­სი თქმით, მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აქამ­დე უნ­და ავ­სე­ბუ­ლი­ყო და რუ­სე­თის მხრი­დან საზღ­ვრის გად­მო­წე­ვის ფაქტს, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა უნ­და მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა ხალხს ხმა არ ამო­უ­ღი­ა:

- რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ლი­დურ ნა­წილს რუ­სეთ­თან ყოფ­ნა სურს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ ამ სა­კითხ­ზე სხვა მიდ­გო­მა ჰქო­ნო­და, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბიც, ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბა­საც სხვა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და.

პო­ლი­ტო­ლოგ სო­სო ცინ­ცა­ძის მო­საზ­რე­ბით კი რუ­სე­თი ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დის, რად­გან საზღ­ვრის ყო­ვე­ლი გად­მო­წე­ვის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან მის­თვის სა­სურ­ველ რა­ღაც შე­თა­ვა­ზე­ბას ელო­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მას არა­ფერს სთა­ვა­ზობს:

- რო­ცა რუ­სე­თი პა­სუხს არ იღებს, ისევ იმა­ვეს იმე­ო­რებს. სა­დამ­დე უნ­და ვით­მი­ნოთ? - სა­დამ­დეც შევ­ძლებთ და სა­დამ­დეც რუ­სე­თი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რად­გან ახ­ლა მოთ­მე­ნის და და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის იმე­დად ყოფ­ნის გარ­და, სხვა გზა არ დაგ­ვრჩე­ნი­ა. კარ­გი, დავ­დგეთ და უფ­რო მე­ტი ვიყ­ვი­როთ გუ­ლის მო­სა­ო­ხებ­ლად - "ო, ეს სა­ზიზღ­ა­რი რუ­სე­ბი! ნა­ხეთ, რას აკე­თე­ბენ, რას გვიშ­ვრე­ბი­ან!" მე­რე რა­ა, რას მი­ვი­ღებთ ამით?! ასე რომ, მოთ­მე­ნის გარ­და არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნი­ა. ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ციაა და აქე­დან მხო­ლოდ ერ­თი გა­მო­სავ­ალი­ა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვლა­დი­მირ პუ­ტინს უნ­და შეხ­ვდეს. მხო­ლოდ ამ შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­იძ­რას პრო­ცე­სი.

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა