რას კითხულობს ივანიშვილი?!

რას კითხულობს ივანიშვილი?!

ბიძინა ივანიშვილი "ერჩის" ქართველი ჟურნალისტებს. არ გჯერათ? კი ბატონო, დაგიმტკიცებთ. ჯერ იყო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ექსპერტების ნახევარზე მეტი სახელმწიფო სამსახურში წაიყვანა და ერთ-ერთი, აგერ, პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია. საექსპერტო ფლანგზე გამოგვაკლდა ისეთი რესპოდენტები, როგორებიცაა - გიორგი მარგველაშვილი, ნოდარ ხადური, არჩილ გეგეშიძე, ირაკლი ნარმანია, გია ხუხაშვილი, არმაზ სანებლიძე, ზურაბ აბაშიძე და სხვები. "ექსპერტთა ფონდის" ნახევარი ხომ წაგვართვა და წაგვართვა და ახლა პრემიერი ცდილობს, რომ კინკილად შემორჩენილი ექსპერტებიც დაგვიფრთხოს, რომ მათ სკანდალური და მწვავე განცხადებები აღარ გააკეთონ. არა, დროა, "ექსპერტთა დაცვის საზოგადოება" შევქმნათ.

ხუმრობა იქით იყოს და ივანიშვილ-ექსპერტთა ოთხსაათიანი შეხვედრა ისეთი კარგი "თოქშოუ" გამოვიდა, რომ ბოლო დროს პანტაპუნტით გახსნილი "თოქშოუები" მასთან ახლოს ვერ მივლენ.

შეხვედრას ზოგმა "ივანიშვილის მასტერკლასი" უწოდა, ზოგმა კი შეშფოთება გამოთქვა - რა უფლება აქვს პრემიერს, ექსპერტებს ჭკუა დაარიგოს და ასწავლოს, სად, როგორ ილაპარაკონო. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი ოთხსაათიან ღია დისკუსიას მართავს ექსპერტებთან, ცუდი ნამდვილად არ არის. თუმცა, ეს არ არის მთავარი.

მთავარია ის, რომ 25 სექტემბრის შეხვედრისას რამდენიმე სიმპტომი გამოიკვეთა. პირველ რიგში ის, რომ პრემიერი დარწმუნებულია - ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, არაფერი საგანგაშო არ ხდება და არც მას შემდეგ მოხდება, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა