ბიძინა ივანიშვილი - თუ ჩვენ მოვახერხებთ, აღვადგინოთ ერთმანეთში ნდობა, ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთის ფედერაციაც

ბიძინა ივანიშვილი - თუ ჩვენ მოვახერხებთ, აღვადგინოთ ერთმანეთში ნდობა, ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთის ფედერაციაც

20 წელი გავიდა იმ ტრაგიკული თარიღიდან, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა, 1993 წლის 27 სექტემბერი იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გმირთა მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს დღე გვახსენებს ომის ტრაგიკულ შედეგებს, ნგრევას და უსახლკარობას.

"უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ ამ ომში ქართველებმა და აფხაზებმა. ვერავინ დაგვიბრუნებს დაღუპულებს, იმ დიდ დანაკლისს. პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ძალიან მძიმეა დევნილი მასახლეობის ხვედრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ მათ ღირსეული ცხოვრება შეეძლოთ ქვეყანაში. ღირსეული ინტეგრაცია მოახდინონ. მანამ გავაგრძელებთ დახმარებას, სანამ არ დაუბრუნდებიან საკუთარ სახლს-კარს",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა უნდა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქართულ მოსახლეობას და აფხაზებსაც, რადგან "მათ არანაკლებ მძიმე ხვედრი აქვთ, რომლებიც სეპარატისტულად ცხოვრობენ ხაზგამყოფ ტერიტორიას იქეთ".

"სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრება. 20 წელი გავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები, მოვახერხოთ ჩვენი მტკიცე ხასიათით, ჩვენი ისტორიის პატივისცემით დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა. სხვა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩვენ ვიფიქროთ რაიმე ტიპის აგრესიაზე. ჩვენ მხოლოდ ძმობით, მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა. ახალი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. ჩვენ ჭეშმარიტად მოვახერხებთ და ავაღორძინებთ საქართველოს და ამის საფუძველზე შეიძლება დავაბრუნოთ ნდობა ძმებს შორის, ჩვენ ვიქნებით გულწრფელი ურთიერთობაში. დარწმუნებული ვარ, ამას მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ერთმანეთის ღრმა პატივისცემით აღვადგინოთ ერთმანეთში ნდობა, დარწმუნებული ვარ ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთის ფედერაციაც. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ გულს გავუხსნით ჩვენს ძმებ აფხაზებს. მათ უნდა მოესვლებდეთ და ისინი უნდა გადმოვიდნენ ე.წ. საზღვრებს აქეთ. ჩვენ პირველებმა დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. 20 წელი დიდი დროა, რაც გავიდა ამ ტრაგედიიდან და დროა, დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა