სოფელ დვანში რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა

სოფელ დვანში რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა

სოფელ დვანის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სოფელ დვანიდან იუწყება, ვერტმფრენი რამდენი წუთის წინ გამოჩნდა, შემდეგ კი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა.

ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დვანის განაპირას, რუსი სამხედროები დღეს არ გამოჩენილან. ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა, სადემარკაციო ზოლთან უკვე მიტანილია საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის საჭირო მასალები. სოფელში არსებულ ვითარებას კი, რუსი ფორმიანები, გორაკზე დისლოცირებული საგუშაგოდან ადევნებენ თვალს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?