რა რჩევებს აძლევს კახი კალაძე ცოლისძმას

რა რჩევებს აძლევს კახი კალაძე ცოლისძმას

22 წლის გიორგი არეშიძე კახი კალაძის ცოლის, ანუკის ძმაა. მისი სპორტული კარიერა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დამთავრდა, რადგან კალათბურთიდან პირდაპირ დიდ პოლიტიკაში გადაინაცვლა. ახლა "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს, თუმცა მანამდე იყო საპარლამენტო არჩევნები, სადაც გიორგი ყველაზე პატარა დეპუტატობის კანდიდატი იყო.

- გიორგი, საპარლამენტო არჩევნებში იყრიდი კენჭს და სიაში 141-ე ადგილზე იყავი, ანუ დეპუტატობის შანსიც არ გქონდა.

- რატომ? ვახტანგ ხმალაძე 198-ე იყო სიაში. საერთოდ, როდესაც პარტია ასპარეზზე გადის და გუნდს აყალიბებს, სანდო და შრომისმოყვარე ადამიანები სჭირდება. პოლიტიკაში ჩემს მოხვედრას კახის ფაქტორს აბრალებდნენ. რეალურად კი შემდეგი რამ მოხდა - პრესაში ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ საფეხბურთო ბაზაზე კახისთან ავედი, ხელში გაზეთი მეკავა და ვუთხარი, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მინდოდა ჩართვა. დიდი სამეგობრო წრე მყავს და მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა ქვეყნისთვის. მართალია, მანამდეც იყო პოლიტიკური აქტიურობა, მაგრამ მაშინ არ მეცალა, კალათბურთს ვთამაშობდი და სპორტული კარიერა მქონდა. კახისაც არ ეცალა. აქეთ არ ცხოვრობდა და თან, არ უნდოდა, ჩემი ოჯახისთვის პრობლემები შეექმნა. როდესაც ბაზაზე ავედი და ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვეტილი. დამთანხმდა და ორ დღეში კახიმაც გააკეთა განცხადება.

- შენ რა გიჩენდა მაშინ პროტესტის გრძნობას?

- პოლიტიზებული პოლიცია. ჩემს მეგობრებს პრობლემები შეექმნათ. ერთ-ერთს მეგის ქარდავა ურეკავდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ტელევიზიითაც საშინელებები მესმოდა, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე ნაცემი მეგობარი, რომელიც შეშინებული ღამე სახლიდან ვერ გადიოდა.

- კახის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ შენ ან შენს ოჯახს თუ შეგქმნიათ პრობლემები?

- ჩვენ არაფერი, თან მე თვითონაც არ ვქმნიდი ამისთვის საბაბს. ვცდილობდი, ღამე კლუბებში არ მევლო, რომ რამე შარში არ აღმოვჩენილიყავი. ერთი ფაქტი მახსენდება, მცირე ინციდენტი მომიხდა პოლიციასთან. ვიღაცამ უთხრა, რომ კახის ცოლისძმა ვიყავი. ეცადნენ, წამოვეკიდეთ და შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემი გზით წამოვედი, არ ავყევი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია