"ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით არ მომ­კვდა­რა"

"ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით არ მომ­კვდა­რა"

სულ რა­ღაც ერ­თი თვე დარ­ჩა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იბ­რძვის, მაგ­რამ მი­სი გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ა - გვითხ­რა ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ვა­ჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და ამ ვა­რა­უ­დის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი დაგ­ვი­სა­ხე­ლა:

- ჩე­მი აზ­რით, მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რი­ა. შე­იძ­ლე­ბა მა­თი კან­დი­და­ტი ვი­ღა­ცას მოს­წონ­დეს, მაგ­რამ ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის სიმ­პა­თია ან ან­ტი­პა­თია აქ არა­ფერ შუ­ა­ში­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა არც ისე ხან­მოკ­ლეა და ალ­ბათ, ოქ­ტომ­ბერ­ში კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნდე­ბა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლი­სად­მი, რო­მე­ლიც ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით მარ­თავ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ჩა­ი­დი­ნა, რაც სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში არ ჯდე­ბა, უფ­რო მე­ტიც - დი­დი და­ნა­შა­უ­ლი­ა.

- ბა­ტო­ნო ვა­ჟა, თქვენ გა­მოთ­ქვამთ ეჭვს, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მოკ­ლეს, რა­ტომ მი­იჩ­ნევთ, რომ ეს არ ყო­ფი­ლა ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი?

- მე ამა­ში მარ­წმუ­ნებს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან ვი­ცი, რომ ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლი გუ­ლის შე­ტე­ვა და ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გუ­ლი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ის ვერც კი გრძნობ­დეს, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გუ­ლი აქვს, მაგ­რამ ეს ვერ­სია გა­მო­ი­რიცხ­ე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც იტა­რებს სა­თა­ნა­დო კარ­დი­ო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ასეთ კარ­დი­ო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას სა­თა­ნა­დო ტეს­ტე­ბით წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­დი­ო­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თვე-­ნა­ხევ­რით ად­რე მან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა ის­რა­ელ­ში. ბად­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ჰქონ­და გუ­ლიც, სის­ხლძარ­ღვე­ბიც და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბიც. ის ძა­ლი­ან დიდ ყუ­რადღ­ე­ბას აქ­ცევ­და თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობ­და და ექი­მე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია რწმე­ნა იმი­სა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით არ მომ­კვდა­რა.

- თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ ისეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მე­თო­დებს იყე­ნებ­და, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭ­ვი, ალ­ბათ, გულ­მა უმ­ტყუ­ნა­ო.

- რო­დე­საც მა­ღა­ლი დო­ნის ექი­მე­ბი ას­კვნი­ან, რომ ადა­მი­ა­ნი სავ­სე­ბით ჯან­მრთე­ლი­ა, ერთ თვე­ში და თვე-­ნა­ხე­ვარ­ში რაც უნ­და დი­დი სტრე­სი გა­ნი­ცა­დოს, ასე­თი უე­ცა­რი შე­დე­გი მა­ინც არ დგე­ბა. მე მქონ­და მას­თან კონ­ტაქ­ტი და შე­მიძ­ლია თა­მა­მად გითხ­რათ, რომ ბად­რი არ ყო­ფი­ლა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, არც სტრე­სულ და დეპ­რე­სი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, პი­რი­ქით, საბ­რძო­ლო ფორ­მა­ში იყო. აქ­ვე უნ­და ვახ­სე­ნო ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა, რო­მელ­ზეც ასე­თი­ვე ეჭ­ვი არ­სე­ბობს. მარ­თა­ლი­ა, ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლი სულ სხვა მოვ­ლე­ნა იყო, მაგ­რამ ამ ორი ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კულ­მა ბედ­მა მკვეთ­რად გა­აძ­ლი­ე­რა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. ამას თან ახ­ლდა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ტრა­გე­დი­ა, ხალ­ხის დარ­ბე­ვა, და­წი­ო­კე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბის ხოც­ვა ქუ­ჩებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნემ, თა­ნაც სა­მარ­თალ­მცოდ­ნემ თქვას ვინ­მეზე - ად­გილ­ზე გა­ა­ნად­გუ­რე­თო? ამას შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მო­ნარ­ქე­ბიც არ ამ­ბობ­დნენ! სწო­რედ ამი­ტომ ასო­ბით ახალ­გაზ­რდა პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ჩაცხ­რი­ლეს. სხვა ფაქ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც შე­მიძ­ლი­ა, რო­მე­ლიც არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა.

- რო­მე­ლი ფაქ­ტე­ბის, ბა­ტო­ნო ვა­ჟა?

- არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი ლე­ვან ჟი­ჟი­აშ­ვი­ლი! ეს იყო უპა­ტი­ოს­ნე­სი კა­ცი, მა­ღა­ლი ზნე­ო­ბი­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუდ­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და და ბი­ნა­ზე უარს ამ­ბობ­და იცით, რა­ტომ? - აქ ჩემ­ზე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბე­ნო. მე­რე კი­ბერ­ნე­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­მა გა­მო­უ­ყო ერ­თი პა­ტა­რა ოთა­ხი, მაგ­რამ იქაც არ გა­და­დი­ო­და, ვიდ­რე მის­მა მე­გობ­რებ­მა ჩუ­მად არ გა­და­ზი­დეს მი­სი წიგ­ნე­ბი. მას სა­კუ­თა­რი ოჯა­ხიც არ ჰყო­ლი­ა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ა­ტა­რა, უნი­ვერ­სი­ტე­ტით ცხოვ­რობ­და და ასე­თი დი­დი მეც­ნი­ე­რი, დი­დი პი­როვ­ნე­ბა გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან. ლე­ვან ჟი­ჟი­აშ­ვი­ლი სწო­რედ ამას შე­ე­წი­რა - თვი­თონ აქვს ჩემ­თვის ნათ­ქვა­მი.ინერ­ვი­უ­ლა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და რამ­დე­ნი­მე თვე­ში, 2006 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ასე გარ­დაც­ვლი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­-მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი­ა. ლე­ვან ჟი­ჟი­აშ­ვი­ლის ბე­დი გა­ი­ზი­ა­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე აღი­ა­რე­ბულ­მა ასე­ვე დიდ­მა მეც­ნი­ერ­მა ლა­ზა­რე ზამ­ბა­ხი­ძემ.

- ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­აშ­ფო­თა იმ შეტყ­ო­ბი­ნე­ბებ­მა, რო­მე­ლიც 12-13 წლის მო­ზარ­დებს ეკუთ­ვნო­დათ. ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­სპერ­ტი არ გა­მო­რიცხ­ავს, რომ ცრუ გან­გა­შის უკან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იდ­გნენ.

- არ ვე­თან­ხმე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამას ბო­როტ ხუმ­რო­ბას ეძა­ხი­ან. ეს არ არის ხუმ­რო­ბა, ეს არის ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ზოგიერთებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თქვან: ხომ ხე­დავთ, რა ხდე­ბა? - "ოც­ნე­ბა" ქვე­ყა­ნას ვერ მარ­თავ­სო. თუმ­ცა, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ვფიქ­რობ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვებს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა