სერგო რატიანი - ივანე კიღურაძე განათლების მინისტრს ირმა გიგანის კონსერვატორიაში ჩარიცხვას სთხოვდა

 სერგო რატიანი - ივანე კიღურაძე განათლების მინისტრს ირმა გიგანის კონსერვატორიაში ჩარიცხვას სთხოვდა

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს პიანისტ ირმა გიგანის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩარიცხვას სთხოვდა.

როგორც დეპუტატმა სერგო რატიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ხელთ აქვს ვანო კიღურაძის სახელზე სანიკიძის საპასუხო წერილი, სადაც მინისტრი აღნიშნავს, რომ დეპუტატი მას სთხოვს ირმა გიგანის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩარიცხვას, რადგან მან 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნარების მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ სხვა საგნებში აქვს უმაღლესი შეფასება.

ამასთან, მინისტრი წერილში აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ აღნიშნული გამონაკლისის დაშვება წარმოადგენს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, რომელიც არის "სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული მიმოწერა თარიღდება აგვისტოს თვით. მისივე ცნობით, ანალოგიური წერილი მაია მიმინიშვილის სახელზეც გაიგზავნა, რომელიც ასევე ამბობს, რომ გამონაკლისს ვერ დაუშვებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა