სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება

სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება

დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას რაიმე სახის სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება.

მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მერაბიშვილი დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გეგმური სამედიცინო გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. ჩაუტარდა ხერხემლის მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა და მუცლის ღრუს ორგანოების და ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია.

"გამოკვლევების შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით ივანე მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საგანგაშო პრობლემა არ აღენიშნება და ექიმების განმარტებით მას რამე სახის ოპერაციული მკურნალობა არ ესაჭიროება. გამოკვლევებმა დაადასტურა 6 სექტემბრის კონსილიუმში მონაწილე ექიმების დიაგნოზი, ხერხემლის სქოლიოზი. 6 სექტემბრის შემდეგ ბრალდებულმა წონაშიც მოიმატა", - ნათქვამია განცხადებაში.

მერაბიშვილს 6 სექტემბერს ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა გაფართოებული კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასების მიზნით, რომელშიც მონაწილეობდა პაციენტის ნდობით აღჭურვილი ექიმიც. კონსილიუმის შეფასებით, მას სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებოდა, თუმცა ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია დამატებითი ამბულატორიული რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებაზე, რის საფუძველზეც ბრალდებული პენიტენციური ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში გეგმური რეფერალის მიზნით დარეგისტრირდა და 27 სექტემბერს ეს გამოკვლევები გეგმურად ჩაუტარდა.

პაციენტის გამოკვლევების შესახებ, სამედიცინო დასკვნები და დეტალური ინფორმაცია პენიტენციური სისტემის ექიმებს და ბრალდებულის მხარეს ორშაბათს გადაეცემათ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა