"ცრუ შეტყობინებების ტალღას შეიძლება საშინელება მოჰყვეს"

"ცრუ შეტყობინებების ტალღას შეიძლება საშინელება მოჰყვეს"

სა­ქარ­თვე­ლოს ცრუ შეტყ­ო­ბი­ნე­ბე­ბის ტალ­ღამ გა­და­უ­ა­რა. სი­ტუ­ა­ცია ცო­ტა­თი ჩაცხ­რა და იმე­დი­ა, "გარ­თო­ბის" ამ ფორ­მას ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ი­ვიწყ­ე­ბენ. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლო­ა, მთლად "გარ­თო­ბას­თა­ნაც" არ გვქონ­დეს საქ­მე. გვესაუბრება უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტი ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე:

- ამ დღე­ებ­ში ცრუ გან­გა­შე­ბის შემ­ყუ­რეს, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ მას­ში პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი. ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი ავ­ტო­რი არას­რულ­წლო­ვა­ნია და შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თის ქცე­ვა სა­სა­ცი­ლო­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, საკ­მა­ოდ კარ­გად არის გა­მო­საკ­ვლე­ვი. სუ­ლაც არ უნ­და გა­მოვ­რიცხ­ოთ ის, რომ შე­საძ­ლო­ა, წი­ნას­წა­რი აჟი­ო­ტა­ჟია შექ­მნი­ლი, რომ მე­რე რა­ღაც ეტაპ­ზე ისე მოვ­დუნ­დეთ, არც კი მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღ­ე­ბა ასეთ შეტყ­ო­ბი­ნე­ბებს და მარ­თლა მოხ­დეს სა­ში­ნე­ლე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ეს იყოს მარ­თვა­დი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­სი რო­მე­ლი­მე უცხო ქვეყ­ნის მი­ერ?

- ასეთი რამ, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოდ მი­მაჩ­ნი­ა. პი­რა­დად მე ამ ვერ­სი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წი­ნა პლან­ზე არ წა­მოვ­წევ­დი, მაგ­რამ შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არის, რადგან გვქო­ნია ასე­თი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც ერთ, ორ და ათ გან­გაშს მოჰ­ყო­ლია რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი.

- არ გა­მო­რიცხ­ა­ვთ, რომ ფსევ­დო­ტე­რო­რის­ტე­ბის უკან იდ­გნენ აგენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან?

- ამას არ გა­მოვ­რიცხ­ავ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით რა­საც ვუ­ყუ­რებ, ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ჩემ­თვის ის არის, რომ ამ ცრუ გან­გა­შის ავ­ტო­რე­ბი უთი­თე­ბენ დი­დი საფ­რთხის შემ­ცველ ად­გი­ლებს. და­უკ­ვირ­დით, ეს არის პარ­ლა­მენ­ტი, ტე­ლე­ვი­ზი­ა, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სკო­ლე­ბი, თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, ამი­ტომ აქ ასე­თი გა­მო­რიცხ­ვა ნამ­დვი­ლად არ შე­მიძ­ლი­ა, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა არ ვი­ცი, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უფ­რო უნ­და იცოდ­ნენ.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ეჭვს არ ბა­დებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ თით­ქმის ყვე­ლა ზა­რის ავ­ტო­რი, გარ­და იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი­ა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­ბა­ლი ფე­ნი­და­ნა­ა, თა­ნაც ყვე­ლა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი­დან არი­ან?

- არას­რულ­წლო­ვა­ნის ფსი­ქი­კა, რო­გორც წე­სი, ბო­ლომ­დე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის და ამი­ტომ ზუს­ტი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, თუ რა­ტომ აკე­თებს ამას, ძნე­ლი­ა. ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გეტყ­ვით, რომ იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა და­იწყ­ე­ბო­და მა­სობ­რი­ვად ასე­თი შეტყ­ო­ბი­ნე­ბე­ბი, დი­დი ხნით შეწყ­დე­ბო­და, მე­რე ისევ იფეთ­ქებ­და... ისიც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ ერ­თმა არას­რულ­წლო­ვან­მა მე­ო­რეს მი­ბა­ძოს. 90-ი­ან წლებ­ში იყო და­ში­ნე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შა­კე­ბის მხრი­დან. მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც ცდი­ლობ­და ჩა­ე­შა­ლა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა. ერ­თხელ, ჩე­მი მი­ნის­ტრო­ბის დროს, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, თუ არ ვცდე­ბი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის იუ­ბი­ლე იმარ­თე­ბო­და. იმ დღეს მი­ვი­ღეთ შეტყ­ო­ბი­ნე­ბა, რომ დარ­ბაზ­ში იყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მოწყ­ო­ბი­ლო­ბა. და­ვად­გი­ნეთ პი­როვ­ნე­ბა და მივ­ხვდით, რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს - ის დას­ზე იყო გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლი და ამით იძია შუ­რი.

- ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ "ბომ­ბე­ბის ომის" უკან ე.წ. გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი დგა­ნან. რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხია და რა მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბენ ისი­ნი?

- რა თქმა უნ­და, ასე­თი ინ­სტი­ტუ­ტი არ­სე­ბობს - არი­ან სა­ი­დუმ­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მ­ლე­ბიც უცხო ქვეყ­ნებს ჰყავთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. გავ­ლე­ნის აგენ­ტზე რო­ცაა ლა­პა­რა­კი, სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის ინ­ტე­რე­სებ­თან გვაქვს საქ­მე. გავ­ლე­ნის აგენ­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, პი­როვ­ნუ­ლი და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­მო, შე­უძ­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე. გარ­და იმი­სა, რომ ის თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, შე­უძ­ლია სხვე­ბიც აი­ყო­ლი­ოს. გავ­ლე­ნის აგენ­ტი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს - შე­უძ­ლია გა­ზეთ­ში ისე­თი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, რომ აი­ყო­ლი­ოს ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი და გარ­კვე­უ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი შექ­მნას, გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, ან სხვას უბიძ­გოს აქეთ­კენ, მო­ი­ტა­ნოს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რა­ღაც ჯგუფ­ში, კო­ლექ­ტივ­ში. მა­გა­ლი­თად, არის კერ­ძო ფირ­მა, სა­დაც მუ­შა­ობს 500 კა­ცი და აგენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა იქ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნოს, რომ 500 კა­ცი მი­სით და­იტ­ვირ­თოს და გა­რეთ რო­ცა გა­ვა, ხუ­თა­სი­ვე სხვებს მო­უყ­ვე­ბა. გავ­ლე­ნის აგენ­ტი უკ­ვე თა­ვის შე­დეგს აღ­წევს. რა თქმა უნ­და, უცხ­ო­ურ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ჰყავთ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რაც მათ­თვის მო­ნა­პო­ვა­რი­ა.

- გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ძნე­ლი­ა?

- ურ­თუ­ლე­სია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა "უ­ხი­ლა­ვი" და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა რთუ­ლია და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ერ­თ-ერ­თი ურ­თუ­ლე­სი გა­სახ­სნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი არის სწო­რედ ჯა­შუ­შე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. უძ­ლი­ე­რე­სი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა­ზე მეტ დროს, ძა­ლას და მონ­დო­მე­ბას ხარ­ჯა­ვენ იმა­ზე, რომ უცხო ქვეყ­ნის ჯა­შუ­შე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ.

- გა­მო­დის, შსს-ს გა­უ­ჭირ­დე­ბა ჯაჭ­ვის გახ­სნა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, არ­სე­ბობ­დეს. მა­ინც რას უნ­და მი­აქ­ცი­ოს გა­მო­ძი­ე­ბამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რადღ­ე­ბა?

- კარ­გი­ა, რომ ზა­რის ავ­ტო­რე­ბი დგინ­დე­ბა. ამის დად­გე­ნის გა­რე­შე ძა­ლი­ან ძნე­ლია მუ­შა­ო­ბა და ვა­რა­უ­დე­ბის დო­ნე­ზე უნ­და იწ­ვა­ლო. გა­მო­ძი­ე­ბას ჰყავს სუ­ბი­ექ­ტი, რო­მელ­თა­ნაც უნ­და იმუ­შა­ოს. მთა­ვა­რი­ა, რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს ამას გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორ სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლის ცრუ გან­გა­შის ავ­ტო­რებს, მათ კავ­ში­რებს, მა­თი ცხოვ­რე­ბის წესს, ბო­ლო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს, და­ად­გენს მათ ვი­ზი­ტებს თუ შეხ­ვედ­რებს, ასე კომ­პლექ­სუ­რად თუ გა­მო­იკ­ვლე­ვენ, რა­ღაც კონ­კრე­ტულ შე­დე­გამ­დე მივ­ლენ. მაგ­რამ თუ უბ­რა­ლოდ შე­ხე­და­ვენ ამ ადა­მი­ანს, რო­გორც არა­ნორ­მა­ლურს, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნეს და ჩა­იქ­ნე­ვენ ხელს, შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვან. ჩვენ გა­მო­რიცხ­ვის მე­თო­დით უნ­და ვი­მუ­შა­ოთ. ჯაჭ­ვი თუ არ­სე­ბობს, გა­იხ­სნე­ბა.

ესაუბრა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია