რა­ტომ იწამ­ლე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბი

რა­ტომ იწამ­ლე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აჭა­რის კუ­რორ­ტებს, თბი­ლის­სა და ყაზ­ბეგს სტუმ­რობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის კუ­რორ­ტებ­ზე საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი და­დას­ტურ­და. ამ სა­კითხ­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­დო­ნა კო­ი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

-  არა­ერ­თმა ვი­ზი­ტორ­მა სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში საკ­ვე­ბის ხა­რის­ხთან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა, მოგ­ვმარ­თა უკ­რა­ი­ნელ­მა ტუ­რის­ტმა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მო­ი­წამ­ლა, რო­გორც მან თქვა, - უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტის­გან უხა­რის­ხო საკ­ვე­ბი მზად­დე­ბო­და, სას­მელ წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჰქონ­და პრე­ტენ­ზი­ა, რად­გან მის შვილს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

-  აქ­ცენ­ტი უფრო მე­ტად უცხ­ო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის სა­ჩივ­რებ­ზე ხომ არ გაქვთ გა­და­ტა­ნი­ლი?

-  ჩვენ­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უცხ­ო­ე­ლია თუ ად­გი­ლობ­რი­ვი და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებ­საც მივ­მარ­თავთ. თბი­ლი­სელ­მა ტუ­რის­ტმა ქალ­ბა­ტონ­მა ურე­კის ერ­თ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ხა­რის­ხის ხინ­კა­ლი იყი­და, ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რად უკ­ვე გა­უ­მარ­თა­ვი (გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის სუ­ნი ჰქონ­და) და საკ­ვე­ბად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი. ამ­გვარ ფაქ­ტებ­ზე და­უ­ყო­ნებ­ლივ ვრე­ა­გი­რებთ.

-  შე­მოდ­გო­მა­ზე რო­მე­ლი პრო­დუქ­ტით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი მა­ტუ­ლობს?

-  ეს ამა თუ იმ პრო­დუქ­ტზე მოთხ­ოვ­ნის ზრდა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­და, სას­წავ­ლო წე­ლიც და­იწყო და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მოთხ­ოვ­ნა ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ზე. ამი­ტომ ნი­მუ­შე­ბი დავ­ლუ­ქეთ, ­30-ზე მე­ტი ნი­მუ­შის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას ვა­პი­რებთ, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მა­ლე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, მაგ­რამ მას მხო­ლოდ 22 ინ­სპექ­ტო­რი ჰყავს, ქვე­ყა­ნა­ში კი 40.000-ზე მე­ტი ბიზ­ნეს­-ო­პე­რა­ტო­რი საქ­მი­ა­ნობს სურ­სა­თის სფე­რო­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, 20-მა ინ­სპექ­ტორ­მა 40.000 ობი­ექ­ტი შე­ა­მოწ­მოს.

ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დ­ოე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს გი­ორ­გი ქურ­დო­ვა­ნი­ძეს მივ­მარ­თეთ: "ჩვე­ნი 22 ინ­სპექ­ტო­რი სა­წარ­მო­ე­ბის გეგ­მურ და არა­გეგ­მურ ინ­პექ­ტი­რე­ბას, ასე­ვე მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა, მა­თი თბი­ლის­ში, ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში თავ­მოყ­რა გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. 2014 წლი­დან რე­გი­ო­ნებ­ში შე­იქ­მნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი, რომ­ლის ინ­სპექ­ტო­რე­ბი სა­წარ­მო­ე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, ხო­ლო ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში მხო­ლოდ ის რა­ო­დე­ნო­ბა დარ­ჩე­ბა, რაც დი­დი სა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად არის სა­ჭი­რო; მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­სპექ­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა; ვა­წარ­მო­ებთ მო­ნი­ტო­რინგს სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსე­ლებ­ში, საზ­კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, ნი­მუ­შე­ბის შეს­ყიდ­ვა და მა­თი შეს­წავ­ლა ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს რის­კე­ბის ანა­ლიზ­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ვად­გენთ მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და ინ­სპექ­ტი­რე­ბის წლი­ურ გეგ­მას. სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნი­სას, ამ სა­წარ­მოს მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით ჩერ­დე­ბა და მი­სი არა­გეგ­მი­უ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია