სა­ტე­ლე­ფო­ნო კუ­რი­ო­ზები "მარ­შრუტ­კებში"

სა­ტე­ლე­ფო­ნო კუ­რი­ო­ზები "მარ­შრუტ­კებში"

სხვი­სა არ ვი­ცი, მე კი თა­მა­მად შე­მიძ­ლია და­ვი­ჩე­მო, რომ ლა­მის ზე­პი­რად ვი­ცი ჩემს უბან­ში მცხოვ­რებ იმ ადა­მი­ან­თა თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მი­წევს მგზავ­რო­ბა. უბანს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მოვ­ლე­ნა (სწო­რე­დაც რომ მოვ­ლე­ნა), რო­მელ­ზეც აქ ვწერ, მხო­ლოდ თბი­ლი­სის­თვის კი არა, სრუ­ლი­ად ქვეყ­ნის­თვის არ არის უჩ­ვე­უ­ლო. რო­გორც ერ­თი ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი იტყ­ო­და: "მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტო­რებს მი­ე­ცათ ჩვე­ნი ცოდ­ვა ამ­დე­ნი უფა­სო წუ­თის გა­ჩუ­ქე­ბის­თვის! ხომ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თხელ ისე ვიმ­გზავ­რო, ვი­ღა­ცის უბე­დუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის თა­ნა­მო­ზი­ა­რე არ გავ­ხდე?".

ჩვე­ნი უბა­ნი არ­ცთუ მცი­რე მან­ძი­ლით არის და­შო­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან და "მარ­შრუტ­კის" მძღო­ლის აუ­ღელ­ვე­ბელ "სი­ა­რულ­საც" თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ძალაუნე­ბუ­რად მიხ­დე­ბა ინ­ტი­მუ­რი სა­უბ­რე­ბი­სა და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნა. ამ სა­უბ­რე­ბის თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა: ოჯა­ხე­ბის შერ­თვა-­გაყ­რის სა­კითხ­ე­ბით დაწყ­ე­ბუ­ლი, "გა­ქა­ლა­ქელე­ბუ­ლი" შვი­ლი­სა და სოფ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი მშობ­ლის, მა­თი მე­ზობ­ლე­ბი­სა და თვით ძრო­ხის მო­კითხ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არ გჯე­რათ? ჩე­მი ყუ­რით (და, რა თქმა უნ­და, ჩემ­და უნე­ბუ­რად) მო­ვის­მი­ნე სა­უ­ბა­რი სო­ლი­დუ­რად ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი­სა, რო­მე­ლიც სხვა შემ­თხვე­ვა­ში ალ­ბათ "სვე­ტე­ბის" კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დის... სულ ბო­ლოს, სა­ლა­პა­რა­კო თე­მა რომ შე­მო­ე­ლია და ლა­მის ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ან პა­უ­ზებს დრო­დად­რო მრავ­ლის­მთქმელ "მდა­ას" მო­ა­ყო­ლებ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახა­ლი თე­მა ამო­უ­ტივ­ტივ­და და ჭეშ­მა­რი­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მო­ი­კითხა სოფ­ლად მყო­ფი ძრო­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა...

ასე­თი უხერ­ხუ­ლო­ბის გა­სა­ფან­ტა­ვად მძღო­ლებს კარ­გი მე­თო­დი აქვთ და­მუ­ღა­მე­ბუ­ლი (სხვა­თა შო­რის, ეს ხმა­მა­ღა­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი მძღო­ლე­ბის­თვის ზოგჯერ სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბია დარ­დი­მან­დუ­ლი რა­დი­ო­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ). ჰო­და, იმას ვამ­ბობ­დი, "მარ­შრუტ­კის" მძღო­ლე­ბი უხერ­ხუ­ლო­ბის გა­სა­ფან­ტა­ვად რა­დი­ო­მიმ­ღებს აუ­წე­ვენ ხოლ­მე. ამით მგზავ­რე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა გა­და­აქვთ, მო­სა­უბ­რეს კი მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ "აზ­რზე მო­ვიდ­ნენ".

რო­გორც იტყ­ვი­ან, კი­დით­-კი­დემ­დეც რომ მო­უხ­მო ში­ნა­გა­ნი ეთი­კის ნორ­მებს და სა­კუ­თა­რი თა­ვიც ამ­ხი­ლო, რომ სხვი­სი სა­უბ­რის მოს­მე­ნა უზ­რდე­ლო­ბა­ა, ყურს ვერ უბ­რძა­ნებ. მით უმე­ტეს, რო­ცა ეს სა­უ­ბა­რი სწო­რე­დაც რომ შენ გვერ­დით ხდე­ბა და თა­ნაც ხმის უკა­ნას­კნელ რე­გის­ტრში.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო კა­ტე­გო­რი­ის სა­უბ­რე­ბი, რო­გორც წე­სი, მოკ­რძა­ლე­ბულ და ხმა­და­ბალ ტონ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ ის­მენს. უფ­რო ხში­რად ხმა­დაბ­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მამ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, მდედ­რე­ბი კი, ჩვე­უ­ლებ­რივ, შეყ­ვა­რე­ბულს ხმა­მაღ­ლა ესა­უბ­რე­ბი­ან, მით უფ­რო, თუ ისი­ნი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არი­ან. მათ სა­უბ­რებ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო "გა­ჭედ­ვე­ბი­ა", მა­გა­ლი­თად ასე­თი  - არ მინ­და, არ მინ­და, არ მინ­და... და ასე გრძელ­დე­ბა დიდ­ხანს, ვიდ­რე ვინ­მე მად­ლი­ა­ნი "მარ­შრუტ­კა­ში" მყოფ შეყ­ვა­რე­ბულს მკვა­ხე სიტყ­ვით ან მრის­ხა­ნე გა­მო­ხედ­ვით "აზ­რზე არ მო­იყ­ვანს".

ოჯა­ხუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო დრა­მის მოს­მე­ნა ხომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ღა­მის "მარ­შრუტ­კის" ძი­რი­თა­დი თე­მა­ა. ოჯა­ხის უფ­რო­სის "ტკბი­ლი" დი­ა­ლო­გი იწყ­ე­ბა ბო­ლო ხმა­ზე დაღ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ორი ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვით: "მე ვა­არ!"... რა გაგ­რძე­ლე­ბა აქვს ამ ოჯა­ხურ "ბა­ასს", ამის მიხ­ვედ­რას დი­დი ფან­ტა­ზია არ სჭირ­დე­ბა...

სა­ტე­ლე­ფო­ნო კუ­რი­ო­ზებს კი "მარ­შრუტ­კა­ში" რა გა­მო­ლევს: ერ­თხელ ცოლ­მა ტრან­სპორ­ტში მყოფ ქმარს და­უ­რე­კა და რო­გორც ჩანს, შეს­ჩივ­ლა, ბავშვს ვერ ვაწყ­ნა­რე­ბო. მა­მა შვილს ტე­ლე­ფო­ნით გა­ე­სა­უბ­რა და დაჰ­პირ­და, თუ აღარ იტი­რებ, ქა­ლებ­ში წა­გიყ­ვა­ნო. მარ­თა­ლი­ა, "მარ­შრუტ­კის" მგზავ­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი დარ­ჩა ტე­ლე­ფო­ნის მე­ო­რე მხა­რეს მყო­ფი ბავ­შვის რე­აქ­ცი­ა, მაგ­რამ მა­მის პა­სუ­ხი ასე ჟღერ­და: "კი, მა­მა, კი, ბე­ბო­საც წა­ვიყ­ვანთ"...

ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა ჭო­რიკა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას... სა­უბ­რის თე­მა, რო­გორც წე­სი, სხვა­თა ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი­ა. თე­მე­ბიც უამ­რა­ვი­ა, ძი­რი­თა­დად  - ყო­ფი­თი. მა­გა­ლი­თად, რო­გორ მი­ბეგ­ვა ვი­ღა­ცამ ვი­ღაც, იმ ვი­ღა­ცამ რო­გორ წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვი და საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ი­პა­რა. ან კი­დევ რო­გორ გა­ძარ­ცვეს ვი­ღაც, მაგ­რამ ამ ის­ტო­რი­ა­ში მთა­ვა­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კი არ არის, არა­მედ მი­სი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მძარ­ცვე­ლებ­მა წა­ი­ღეს, თვი­თონ კი ამ ოქ­რო­ე­ბი­სა და ბრი­ლი­ან­ტე­ბის შე­სა­ხებ არა­სო­დეს სმე­ნოდ­ათ და "გა­და­ი­რივ­ნენ".

თე­მე­ბი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ზოგ­ჯერ გუ­ლიც კი დას­წყდე­ბა ადა­მი­ანს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლია "მარ­შრუტ­კი­დან" ჩა­­ვი­დეს და ამა თუ იმ ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლი ვე­ღარ მო­ის­მი­ნოს. ეს, რა თქმა უნ­და, ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ხომ უდა­ვო­ა, რომ შე­ნი სა­უბ­რით სხვა არ უნ­და შე­ა­წუ­ხო? გა­სა­გე­ბი­ა, რომ მარ­ტო მგზავ­რო­ბა მო­საწყ­ე­ნია და ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი ამ მოწყ­ე­ნი­ლო­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი­ა, მაგ­რამ ადა­მი­ანს ფიქ­რებ­თან გან­მარ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ხომ უნ­და მის­ცე! ასეა თუ ისე, პი­რად თე­მებ­ზე სა­ჯა­რო სა­უ­ბა­რი ცო­ტა უხერ­ხუ­ლია და "თუ მარ­შუტ­კა არ მოგ­წონს, ტაქ­სი­ში გა­და­ჯე­ქი"  - გა­მო­სა­ვა­ლი არა­ა...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია