თბილისის მერიის წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

თბილისის მერიის წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ბენზინის გადასხმამდე, აქციის მონაწილე მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ამქვეყნად აღარაფერი დარჩა და მის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. ამის შემდეგ მან ჯიბიდან ბენზინიანი ბოთლი ამოიღო და გადაისხა, თუმცა აქციის მონაწილეებმა და თბილისის მერიისა და პოლიციის წარმომადგენლებმა ოპერატიულად მოახერხეს მამაკაცის შეჩერება, ბოთლი და ასანთი წაართვეს და პიჯაკი გახადეს, რომელზეც ბენზინი ჰქონდა გადასხმული.

აქციის კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც აცხადებდა, რომ ის ონკოლოგიურად დაავადებულია და სხვადასხვა სახის დაავადებები აქვს, ეპილეფსიურ კრუნჩხვაში ჩავარდა. მას დახმარება აქციის მონაწილეებმა, პოლიციელებმა და მერიის დაცვის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

მერიასთან გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია