რუსი ოკუპანტების "რთველი" და სამახსოვრო ფოტოები ქართულ სალოცავებსა და ხეხილის ბაღებში

რუსი ოკუპანტების "რთველი" და სამახსოვრო ფოტოები ქართულ სალოცავებსა და ხეხილის ბაღებში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ნაწილებსა და დასახლებებში მცხოვრები რუსი ოკუპანტები, რომელთაგან ზოგი ახალწვეულია, ზოგი კი ე.წ. "კონტრაქტნიკი“, მავთულხლართების გავლებისგან და ახალი საზღვრების დაწესებისგან თავისუფალ დროს, ცხინვალის რეგიონში, 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომის დროს დანგრეული ქართველების სახლების აივნებზე ფოტოობიექტივის წინ პოზირებენ, ქართული სოფლების მიტოვებულ ვენახებსა და ხეხილის ბაღებში მოწეულ მოსავალს აგემოვნებენ და მიტოვებულ საფლავებზე სანგრებს თხრიან.

ამასთან, ქართული წარწერების მქონე საფლავებთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებასაც აუცილებლად მიიჩნევენ, სამხედრო ნაწილებში ჰიტლერის პაროდირებით ერთობიან, ქართველებს კი ჭურვებს "სამახსოვრო წარწერებით" გვიგზავნიან.

ინტერნეტგამოცემა "ნიუპოსტი" ავრცელებს , აფხაზეთში, გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზაზე გადაღებულ სახასიათო ფოტოებს, სადაც კარგადა არის ასახული რუსული ჯარის დღევანდელი ყოფა.

იხილეთ წყარო

ასევე იხილეთ: რუსი ოკუპანტების ცოლები ქართულ ვენახებსა და ბაღებში პოზირებენ (+9 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია