დავით უსუფაშვილი - "ქართული ოცნება" ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს

დავით უსუფაშვილი - "ქართული ოცნება" ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს

კოალიცია "ქართული ოცნება" ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სტრასბურგში ვიზიტისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა დღეს სტრასბურგში შეხვედრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან, ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეს ჰერკელთან და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ბორის სილევიჩთან და მაიკლ აასტრუპ იენსენთან გამართა.

საუბარი საქართველოში არსებულ ახალ პოლიტიკურ რეალობასა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა. შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარებისათვის მზადების საკითხსაც შეეხო. მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ოკუპანტთა მიერ აგებული მავთულხლართების შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრაზე ვოიცეკ სავიცკიმ პოზიტიურად შეაფასა სამართლებრივ საკითხებში და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის კონსულტანტის, თომას ჰამერბერგის ანგარიში "საქართველო გარადამავალ პერიოდში", რომელშიც ასახულია IMG 9418 ადამიანთა უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ამასთან, მათ დეტალურად ისაუბრეს ანგარიშში წარმოდგენილ იმ საკითხებზე, რომლებზეც ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა გაამახვილოს ყურადღება. ესაა სხვადასხვა სახის უმცირესობების პრობლემების შესწავლა.

აღინიშნა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს მაღალი თანამდებობის პირებისადმი აღძრულ საქმეებზე დაკვირვებას. შეხვედრებზე დადებითად შეფასდა ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც თომას ჰამერბერგის ანგარიშშიც არის ასახული.

დღევანდელ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციიდან პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი მონაწილეობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა