"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს

"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილს ირაკლი ალასანია და კახა კალაძე ინაწილებენ. ხუთეულში მეოთხე-მეხუთე ადგილები კი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უჭირავთ.

რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, მათ მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით უკავიათ: თამარ სანიკიძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია, სოზარ სუბარი, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ლევან ყიფიანი, მაია ფანჯიკიძე, ნოდარ ხადური, კოტე სურგულაძე, გურამ ოდიშარია, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგოლაძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა