"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების წლისთავი იზეიმეს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების წლისთავი იზეიმეს

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მსვლელობა გამართეს. მსვლელობა მონაწილეებმა "თავისუფლების მოედანდან" დაიწყეს და "ქართული ოცნების" სათაო ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც მათ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი შეხვდნენ.

როგორც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამბობენ, დღეს ისინი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების წლისთავს ზეიმობენ. მათი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და არაერთი რეფორმა გატარდა. მათივე შეფასებით, დღეს აზრის თავისუფლად გამოხატვა შეიძლება და აღდგა სამართლიანობა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდა წარმომადგენლებს თან ჰქონდათ საქართველოსა და კოალიციის დროშები. მათი თქმით, 27 ოქტომბერს, ისინი კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებენ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა