რატომ არ სურთ გიორგი თარგამაძის ოჯახის წევრებს მისი პრეზიდენტობა

რატომ არ სურთ გიორგი თარგამაძის ოჯახის წევრებს მისი პრეზიდენტობა

მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე აქტიურ წინასაარჩევნო  კამპანიას ეწევა და ელექტორატის დარწმუნებას ცდილობს, რომ სწორედ მას უნდა მისცენ ხმა, მისი ოჯახის წევრები სატელევიზიო თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში აცხადებენ, რომ არ სურთ, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვოს. ამის მიზეზად კი "ეგოისტური მიზეზები" მოჰყავთ.

"გიორგის პრეზიდენტობას, როგორც ოჯახის წევრები, ეგიოსტურად ვუყურებთ და ვთვლით, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩვენ მისი ყურადღება მოგვაკლდება", - განაცხადა გიორგი თარგამაძის მეუღლემ თათია თოფურიამ "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუში "არჩევანი".

იგივე მიზეზით არ სურთ თარგამაძის გამარჯვება მის შვილებსაც. ისინი ფიქრობენ, რომ გიორგი თარგამაძეს მათთვის ახლაც არ აქვს დრო და მით უფრო არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება. თუმცა, ამის მიუხედავად თარგამაძის უფროსი ქალიშვილი, თეკლა ამბობს: "არ ვიცი, რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება გიორგი, მაგრამ ის არის კარგი მამა".

როგორც პრეზიდეტობის კანდიდატის მეუღლემ განაცხადა, გიორგი თარგამაძის ყველაზე  დადებითი თვისება მისი "ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობაა". თათია თოფურიამ მეუღლის დადებით თვისებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი თარგამაძე გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ოჯახში მოწესრიგებული და ახალგაზრდების მოყვარული ადამიანია. თათია თოფურიამ ასევე აღნიშნა, რომ მათი თანაცხოვრების პერიოდში არაერთი კრიზისი ყოფილა, თუმცა, გიორგი თარგამაძეს წონასწორობა არასდროს დაუკარგავს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა