ერ­თა­დერ­თი სტრიპ­ტი­ზი­ო­რი მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ერ­თა­დერ­თი სტრიპ­ტი­ზი­ო­რი მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში

და­ვით მა­ტი­ნო­ვი ძლი­ე­რი სქე­სის ერ­თა­დერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სტრიპ­ტიზს ცეკ­ვავს. ის უკ­ვე 5 წე­ლი­ა, ერ­თ-ერთ სტრიპ­ტიზ­ბარ­ში მუ­შა­ობს. პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი­ა, მაგ­რამ დი­დი ხა­ნი­ა, არა­ფე­რი და­უ­ხა­ტავს.

- 25 წლის ვარ, 20 წლის ასაკ­ში და­ვიწყე სტრიპ­ტიზ­ბარ­ში ცეკ­ვა, ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გა­მო გა­დავ­წყვი­ტე, უბ­რა­ლოდ, მო­მინ­და სტრიპ­ტი­ზის ცეკ­ვა, მი­ვე­დი სტრიპ­ტიზ­ბარ­ში, გო­გო­ნებ­მა მას­წავ­ლეს ილე­თე­ბი და უკ­ვე ამ­დე­ნი წე­ლია ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, მით უმე­ტეს, ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც სტრიპ­ტიზ­ბარ­ში მო­ცეკ­ვა­ვედ მუ­შა­ობს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ა.

- კარ­გი ანაზღ­ა­უ­რე­ბა გაქვს?

- მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ ანაზღ­ა­უ­რე­ბით, რაც მაქვს, თუმ­ცა თან­ხას ზუს­ტად ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ. არე­უ­ლი გრა­ფი­კით ვცხოვ­რობ, დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე ვცეკ­ვავ ბარ­ში. მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რი ცეკ­ვე­ბი მაქვს, რო­მელ­საც ვას­რუ­ლებ, მაგ­რამ ხან­და­ხან იმ­პრო­ვი­ზა­ცი­აც არის სა­ჭი­რო.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ჩუქ­ნი­ან ფულს სტრიპ­ტი­ზი­ორ გო­გო­ნებს, შენც გა­სა­ჩუქ­რე­ბენ?

- ხში­რად არის ასე­თი შემ­თხვე­ვა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ხელ­გაშ­ლი­ლი კა­ცე­ბი გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოს­წონთ ჩე­მი ცეკ­ვა და გო­გო­ნებს ატა­ნენ თან­ხას ჩემ­თან. უცხ­ო­ე­ლე­ბი კი ამ მხრივ უფ­რო გახ­სნი­ლე­ბი არი­ან და სცე­ნა­ზე მაყ­რი­ან ფულს, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ცოლ­-ქმა­რი, უამ­რა­ვი ფუ­ლი შე­მო­მა­ყა­რეს სცე­ნა­ზე ცეკ­ვის დროს.

- ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნომ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც გი­წევს.

- კი, ხში­რად მი­წევს პრი­ვა­ტუ­ლად ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბა რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბის, ასე­ვე ქა­ლე­ბის­თვის. ეს გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს. ასე­ვე მიწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, სა­დაც ერთ ცეკ­ვა­ში 300 დო­ლარს მიხ­დი­ან. თა­ვი­დან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შევ­დი­ვარ მე­ზობ­ლის, სტუმ­რის ან კი­დევ პო­ლი­ცი­ე­ლის სტა­ტუ­სით, მე­რე ვიხ­დი და შორ­ტე­ბით ვცეკ­ვავ სტრიპ­ტიზს.

- ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვლე­ბას ხში­რად გთხო­ვენ?

- მთხო­ვენ, მაგ­რამ არას­დროს ვშიშ­ვლდე­ბი ხალ­ხის თვალ­წინ. ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩე­მი მიწ­ვე­ვა კორ­პო­რა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ის სეგ­მენ­ტი მე­პა­ტი­ჟე­ბა, ვი­საც ბევ­რი ფუ­ლი აქვს.

- ხალხს რა რე­აქ­ცია აქვს, რო­ცა სტრიპ­ტი­ზი­ორ მა­მა­კაცს ხე­დავს სცე­ნა­ზე?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლას უკ­ვირს, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს ჩე­მი ხე­ლოვ­ნე­ბა და ერ­თო­ბი­ან. ვი­საც არ მოს­წონს და უკ­ვირს, ისი­ნი სოფ­ლებ­ში არი­ან.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ სტრიპ­ტიზ­ბარს ფა­რუ­ლად ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც სტუმ­რო­ბენ, შენც ცეკ­ვავ მათ­თვის?

- ეს არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი ერი­დე­ბა სტრიპ­ტიზ­ბარ­ში სტუმ­რო­ბას, რად­გან მე­ო­რე დღეს ამით აჭ­რელ­დე­ბა მთე­ლი პრე­სა. ჩვენ­თან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ად­რე უფ­რო და­დი­ოდ­ნენ, ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფრთხი­ლო­ბენ.

- ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ?

- მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ და ვცეკ­ვავ. სულ ეს არის, რის გა­მოც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში ვარ.

- არას­დროს გიც­დია სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­მო­ჩე­ნა რო­მე­ლი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში?

- მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი­დან, მაგ­რამ უარს ვამ­ბობ. პრო­ექ­ტში თუ ვერ გა­ი­მარ­ჯვებ, "გა­ბან­ძდე­ბი" და "გაბან­ძე­ბას" მირ­ჩევ­ნი­ა, კარ­გად ვა­კე­თო ჩე­მი საქ­მე - პო­პუ­ლა­რო­ბის გა­რე­შე.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია